მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში ხვალ ძლიერი წვიმაა ნავარაუდევი

საქართველოში ხვალ ძლიერი წვიმაა ნავარაუდევი

Published on

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხვალ ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიურ სამსახურში განაცხადეს, დღეს საღამოს შავი ზღვის სანაპიროზე დაიწყება ძლიერი წვიმა, რომელიც დასავლეთ საქართველოში მთელი ღამის განმავლობაში გასტანს. დღისით იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოშიც, ზოგან ძლიერად, გაძლიერდება ასევე ქარიც.
8-9 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა 17-22 გრადუსის ფარგლებში იქნება. 9 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და ნელექი შეწყდება. აღმოსავლეთ საქართველოში კი ტემპერატურა დაიკლებს და აცივდება. 
8 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 18-24 გრადუსი იქნება, თბილისში – 21 გრადუსი. 9 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 12-17 გრადუსია მოსალოდნელი, თბილისში – 15 გრადუსი. 
9 ოქტომბერს მაღალმთაში, კერძოდ, გუდაურში თოვლჭყაპი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში ღამით ტემპერატურა -1;+4 გრადუსი იქნება. 10 ოქტომბერს ჰაერის ტემპერატურა დაიწევს და აცივდება. 10 ოქტომბერს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა. მთაში იქნება თოვლჭყაპი, ხოლო მაღალმთაში შესაძლოა იყოს თოვლი. 
10 ოქტომბერს დასვლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ტემპერატურა 15-20 გრადუსი იქნება. თბილისში ტემპერატურა 19 გრადუსი იქნება. 

სიახლეები

მარკ რუტე – უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს

უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს - ევროპაში ნამდვილი მშვიდობა ვერ...

“ოცნება” ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება

"ვადამდელი არჩევნები არ იქნება" - ასე პასუხობენ "ოცნებაში" კითხვას, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან მორიგ...

„TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს შექმნის – ეკონომისტი

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ „TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის...

ზურაბიშვილი- 4 წლის შემდეგაც, რუსეთმა უკრაინის მუხლებზე დაჩოქება ვერ მოახერხა

ძვირფასო ვოლოდიმირ, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მინდა, ამ დღეს, 24 თებერვალს, თქვენთან ერთად გავიზიარო ეს...