მთავარისიახლეებიკულტურა„ხორუმი ქართული ცეკვაა“ ზუგდიდის თეატრში

„ხორუმი ქართული ცეკვაა“ ზუგდიდის თეატრში

Published on

 ზუგდიდის შალვა დადიანის დრამატულმა თეატრმა მაყურებელს  გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოების  მიხედვით დადგმული სპექტაკლის „ხორუმი ქართული ცეკვაა“ განახლებული წარმოდგენა შესთავაზა.

  სპექტაკლის პრემიერა ზუგდიდში 2 წლის წინ გაიმართა და მას  ავტორი გურამ დოჩანაშვილიც ესწრებოდა. როგორც  დამდგმელი რეჟისორი ბადრი წერედიანი ამბობს,მაყურელის ინტერესი სპექტაკლისადმი ძალიან დიდია და თითოეული წარმოდგენა სრული ანშლაგით მიდის. სპექტაკლში დაკავებულია თითქმის მთელი დასი,  პერსონაჟთა მრავალსახეობა და მდიდარი მასალა დასის  თითოეულ წევრს თავისი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის საშუალებას აძლევს.  

როგორც  ზუგდიდის  შალვა დადიანის დრამატული თეატრის  ხელმძღვანელობა  გვპირდება,  ახალ სეზონში  იგეგმება ბევრი  საინტერესო  საღამო, რაც ძალზე მნიშვნელოვანია  ქალაქის კულტურული  ცხოვრების გამრავალფეროვნებისათვის.

 

სიახლეები

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 34 წელი გავიდა

14 აგვისტოს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 34 წელი გავიდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მოსაგონებლად, მოქალაქეები...

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და წერს,...