მთავარისიახლეებისაზოგადოებაამერიკელი ანალიტიკოსები თვლიან, რომ თუ რუსთავი 2-ს საფრთხე შეექმნება, მთავრობას ძალიან მაღალი...

ამერიკელი ანალიტიკოსები თვლიან, რომ თუ რუსთავი 2-ს საფრთხე შეექმნება, მთავრობას ძალიან მაღალი ფასის გადახდა მოუწევს

Published on

რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მწვავე შეფასებას აკეთებენ ამერიკელი ანალიტიკოსები, რომლებიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ინტერესით აკვირდებიან ტელეკომპანიის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესებს.

„ის ფაქტი, რომ მთავრობა სასამართლოს მეშვეობით უბრუნდება 11 წლის წინანდელ პრაქტიკას   და ვიდრე განაჩენი იქნება, აყადაღებს ქონებას, არის ძალიან საშიში პრეცენდენტი. განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რომ სხვა ტელეკომპანიებმა ეთერიდან მოხსნეს პოლიტიკური თოქ შოუები.  ზეწოლა რუსთავი 2-ზე  იქნება მაგალითი სხვა ტელეკომპანიებისთვის, რომ მათი ინტერესებისთვის უკეთესი იქნება გაატარონ მთავრობის პოლიტიკა. ძალიან მნიშვნელოვანია მედია იყოს საუკეთესო ფორმაში, თავისუფალი და ტრანსფარენტული. ჩვენ ვხედავთ მედიის დამორჩილებას რუსეთში, მაგრამ საქართველოსგან ველოდებით, რომ იყოს უფრო წინ, ვიდრე ნებისმიერი პოსტსაბჭოთა ქვეყანა. ქართველებს თავისუფლება უყვართ. თუ გამოჩნდება, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები ყალბდება, ჩვენ ვიცით, რომ ამ დროს ქართველები ქუჩაში გადიან", – განაცხადა პოლ კრიგომ. 

როგორც ანალიტიკოსი ამბობს, თუ რუსთავი 2-ს საფრთხე შეექმნება, მთავრობას ძალიან მაღალი ფასის გადახდა მოუწევს. პირველ რიგში, ეს იქნება ურთიერთობის გართულება დასავლეთთან. პოლ კრიგოს თქმით, აუცილებლად გადაიდება ყველა სარგებელი, მათ შორის უვიზო მიმოსვლა, რომლსაც საქართველო ევროპისგან ელოდება.

შეგხსენებთ,  რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მწვავე შეფასება გააკეთა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც. 

სიახლეები

მარკ რუტე – უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს

უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს - ევროპაში ნამდვილი მშვიდობა ვერ...

“ოცნება” ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება

"ვადამდელი არჩევნები არ იქნება" - ასე პასუხობენ "ოცნებაში" კითხვას, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან მორიგ...

„TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს შექმნის – ეკონომისტი

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ „TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის...

ზურაბიშვილი- 4 წლის შემდეგაც, რუსეთმა უკრაინის მუხლებზე დაჩოქება ვერ მოახერხა

ძვირფასო ვოლოდიმირ, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მინდა, ამ დღეს, 24 თებერვალს, თქვენთან ერთად გავიზიარო ეს...