მთავარისიახლეებისამართალისოფ. ინგირში ადგილობრივმა მოსახლემ საკუთარ ჭიშკართან იარაღი იპოვა

სოფ. ინგირში ადგილობრივმა მოსახლემ საკუთარ ჭიშკართან იარაღი იპოვა

Published on

ზუგდიდი-ანაკლიას ცენტრალურ გზაზე, საკუთარი სახლის ჭიშკართან ერთ-ერთმა მოსახლემ იარაღი და 15 ვაზნა აღმოაჩინა. მისი თქმით იარაღი თავდაპირველად ბავშვებმა იპოვეს, შემდეგ კი მას შეატყობინეს. ადგილზე გამოძახებული იქნა პოლიციაც. ადგილობრივების განცხადებით შესაძლოა აღნიშნული იარაღი სამართალდამცავებს ეკუთვნოდეთ, რადგან მსგავსი ტიპის იარაღი არის პოლიციის შეიარაღებაშიც, თუმცა უცნობია, რა ვითარებაში შეიძლებოდა აღმოჩენილიყო სამართალდამცავის იარაღი ადგილობრივი მოსახლის სახლთან. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, დეტალებს კი გამოძიება დაადგენს.

სიახლეები

ნიკას ვერ გატეხავთ – ანზორ მელია

ცნობილი ქართველი ექიმი, ანზორ მელია, შვილის, ნიკა მელიასთვის ახალი ბრალის წარდგენას ზექოლად აფასებს. კარდიოლოგი...

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი არ არის ერთი რიგითი პორტი – თაზო დათუნაშვილი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი არ არის ერთი რიგითი პორტი - ეს არის ერთადერთი რეალური...

ნიკა მელიას ახალ ბრალს უყენებენ

ადვოკატის ინფორმაციით, კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს მოსამართლის, თორნიკე ქოჩქიანის, შეურაცხყოფას ედავებიან.  "დღეს დილით დამიკავშირდა ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო...

ჯეი დი ვენსი დღეს სომხეთს ეწვევა და ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, მეუღლესთან ერთად, 9-10 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა, -...