მთავარისიახლეებიპოლიტიკადევნილთა მინისტრის მოადგილეს ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ

დევნილთა მინისტრის მოადგილეს ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ

Published on

დევნილთა მინისტრის მოადგილეს ქრთამის აღებაში ამხელენ. არასამთავრობო ორგანიზაცია "აპრიორმა" ვიდეოჩანაწერი წარმოადგინა, რომლითაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეს, მამუკა ცოტნიაშვილს ქრთამის აღების დანაშაულში ამხელს. 
როგორც "აპრიორის" თავმჯდომარემ ბესო შენგელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ქართული ოცნების" აქტივისტი ნიაზ ღადუა, რომელიც არის ზუგდიდის საკრებულოს წევრის, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის კარლო ღადუას ბიძა, ვიდეოჩანაწერში საუბრობს თუ როგორ აძლევდა ქრთამს სოზარ სუბარის მოადგილეს მამუკა ცოტნიაშვილს. შენგელიას თქმით, ფარულ ჩანაწერში ღადუა გარკვევით საუბრობს თუ როგორ ააგროვა დევნილებისგან სხვადასხვა ოდენობის თანხა და 21 500 ლარი, თბილისში სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ სახაშეში გადასცა მამუკა ცოტნიაშვილს დევნილებისთვის ბინების დამტკიცების სანაცვლოდ. შენგელია განმარტავს, რომ აღნიშნული ვიდეო ჩანაწერი ორგანიზაციას მიაწოდა პირმა, რომელიც ღადუას ესაუბრება.
"საქმეში ასევე ფიგურირებს მამუკა ცოტნიაშვილის მძღოლი და კონკრეტულად დაზარალებული პირების სახელი და გვარები. ასევე ამ ჩანაწერში საუბარია სქემაზე, თუ როგორ ხორციელდება ქრთამით ბინების გაცემა დევნილებზე, ასევე სხვადასხვა თანამდებობის პირების შავბნელი საქმიანობის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუყოვნებლივ მოვითხოვთ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდეს მამუკა ცოტნიაშვილი. მივმართავ სამართალდამცველებს სასწრაფოდ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და გამოძიებული იქნას აღნიშნულ საქმეში თითოეული დეტალი", – განაცხადა შენგელიამ. 
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია "აპრიორი" ყოველდღიურად იკვლევს ამ სამინისტროს საქმიანობას და მიიჩნევს, რომ ასევე უნდა დადგეს მინისტრ სოზარ სუბარის პასუხიმგებლობის საკითხი და მოითხოვს, სუბარმა დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა. როგორც შენგელია განმარტავს, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ფარულ ჩანაწერში ღადუა დიდხანს საუბრობს თუ როგორ მოატყუა "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი ამომრჩეველი. 
"ამ ამბების შემდეგ ნიაზი წასული იყო თურქეთში. ამჟამად სად იმყოფება უცნობია. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ასეთი კორუფციული გზით ოთხ ოჯახს გადაეცა ბინა, რამდენიმეს კი ვერა და სწორედ ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის დატოვების სწორედ ღადუას მხრიდან სავარაუდოდ, ეს არის. ამასთან, ტელეფონის ნომერი 591 77 26 26 ეკუთვნის მამუკა ცოტნიაშვილს, ნიაზ ღადუას ნომრიდან მის ნომერზე განხორციელებულია ზუსტად 54 ზარი, რისი მოძიებაც ჩვენ შევძელით. შესაბამსიად, მამუკა ცოტნიაშვილი ვერ უარყოფს ფაქტს, რომ იგი არ იცნობს და არ ჰქონდა კავშირი ნიაზ ღადუასთან. ასევე ცოტნიაშვილის სატელეფონი ამონაწერში გვხდება ნომერი, რომელიც ასევე კორპორატიულ ნომრებს განეკუთვნება, რომელიც სავარაუდოდ, ეკუთვნის სამინისტროს თანამშრომელს, რომელიც ამავე სქემაში მონაწილეობს. ამ ნომერზე ასზე მეტი ზარია განხორციელებული", – განაცხადა შენგელიამ. 
არასამთავრობო ორგანიზაცია "აპრიორმა" წარმოადგინა ნიაზ ღადუას ტელეფონის ნორმიდან განხორციელებული ზარების ამონაწერი, სადაც მითითებულია მამუკა ცოტნიაშვილის ნომერზე განხორციელებული ზარები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციამ დღესვე წარმოადგინა ფარული ვიდეოჩანაწერი, რომელიც მედიას გადასცა. 
 

სიახლეები

პატივცემულო მოსამართლევ, შეხედეთ ბრალდებულებს, ჯერ არ შეგიხედავთ, ჰგვანან იმ მონსტრებს, როგორადაც მათ ბრალდება გვისახავს? – ცხადაძის ადვოკატი

ბრალდება რომ საუბრობს, დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარეობს საფრთხეო, პროკურორი ვერ მიუთითებს, რაში გამოიხატება ეს საფრთხე......

ევროკავშირი უკრაინას 3 მილიარდ ევროს გადაურიცხავს

ევროკავშირი უკრაინას 3 მილიარდ ევროს გადაურიცხავს - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ...

ვრჩები ერთგული ვემსახურო ქართველ ხალხს, როგორც მათი პრეზიდენტი, სანამ ხალხი ახალ არჩევნებს არ მიაღწევს -ზურაბიშვილი

"მე ვრჩები ერთგული ვემსახურო ქართველ ხალხს, როგორც მათი პრეზიდენტი, ახლა ახალი ოფისიდან, რომელიც ატარებს...