·
პუტინი ისეთი, როგიორადაც თავი მოჰქონდა – ზესახელმწიფოს ლიდერი, რომელიც აიძულებდა სამყაროს ასეთად ეღიარებინა იგი, – აღარ არსებობს. ის უბრალოდ გასრისეს პარიზში. ავღანეთი – 2 არ იქნება. ასადი სირიის პრეზიდენტის სავარძელში არ იქნება. ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში არ იქნება. ომი დონბასში – არ იქნება. და პუტინი ისეთი, როგორსაც აქამდე ვხედავდით, არ იქნება. ნიუ – იორკმა ფეხქვეშ ცელი გამოუსვა, პარიზმა კი ბოლო დარტყმა მიატყება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს – ანგარიშია 2:0.გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შესაძლოა მორალურად მოძველდა, მაგრამ დიპლომატია და პოლიტიკა მარადიულია. ამიტომ გაეროს გენერალური ასამბლეისგან არავინ ელოდა საბედისწერო შეხვედრებსა და გადაწყვეტილებებს, მაგრამ რაღაც წინსვლას და საგნებისთვის თავისი სახელის დარქმევას – კი. პროგნოზები პუტინს კარგს არაფერს უქადდა – ამბოდნენ, რომ იგი ბევრს ვერაფერს მიაღწევს, ამბობდნენ, რომ სულავ ვერაფერს მიაღწევს და ამბობდნენ, რომ მას სრული კრახი ელის, მაგრამ იმან, რაც მოხდა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა. პუტინი გაეროს შტაბბინაში პირველი გამოჩენისთანავე გამომეტყველებამ გაყიდა, მიუხედავად იმისა, რომ ბოტოქსით გადაჭიმული მისი სახე ჯერაც ვერ გამოხატავს სრულად მის ემოციებს. თავისი რიგის მოლოდინში სავარძეკშუ მჯდარი პუტინი ჰგავდა ყმაწვილს, რომელიც ყველა მეგობარმა გარიყა, რომელსაც აღარავინ ეთამაშება ბურთს და არც გოგონების შებმას აპირებს მასთან ერთად.
პუტინის გამოსვლა იმდენად სუსტი აღმოჩნდა, რომ ეს გარკვეულწილად მოულოდნელიც კი იყო: ბოლოს და ბოლოს მას აქვს, – ესარის თავხედური სიცრუის უნარი, რაც მისი ძლიერი მხარეა.დიახ. იგი ახლაც ცრუობდა . დიახ, თავხედურად, მაგრამ სრულიად არადამაჯერებლად. ამჯერად იგი სასტიკად დააღალატა რუსების გახედნილ ყურებზე ხახვის დაჭრის ჩვევამ. და თვით იმ ნაწილმაც კი, რომელიც გარემოს დაცვის საკითხებსა და ახალ ტექნოლოგიებს ეხებოდა, ვერაფრით დაამსგავსა მისი პროპაგანდისტული მანიფესტი არათუ მძიმეწონიანი, გეოპოლიტიკის განმსაზღვრელი ზესახელმწიფოს ლიდერის, არამედ ერთი ჩვეულებრივი ქვეყნის ლიდერის გამოსვლასაც კი. არადა ყველაფერი საკმაოდ ტრადიციულად იწყებოდა – პუტინმა მხოლოდ ობამას გამოსვლის შემდეგ ინება გაეროში მიბრძანება – ამით მან მიანიშნა იმაზე, რომ ობამა ვერაფერს იტყოდა მისთვის – პუტინისთვის საინტერესოს. ან იქნებ ეს დაგვიანება შემთხვევითი იყო? ძალზე საეჭვოა.
ამ დროს კი ობამამ თავისი გამოსვლის ყველაზე ვრცელი ნაწილი რუსეთს და მის მიერ წარმოქმნილ პრობლემებს მიუძღვნა. და თუმცა ობამას გამოსვლა საკმაოდ შერბილებული იყო – აშშ-ს პრეზიდენტს ძალიან არ უყვარს კონფლიქტები და მკვეთრი ფორმულირებები – რაღაც-რაღაცეები მან მკაფიოდ აგრძნობინა ადრესატს. ასე მაგალითად, ის, რომ აშშ ვეღარ დარჩება განზე და ვეღარ მოითმენს რუსეთის ფედერაციის აგრესიას უკრაინის მიმართ, რომ აღარ აყვება რუსეთის თამაშებს საერთო საფრთხეების წინააღმდეგ ერთობლივი ბერძოლის სახელით და აღარ წავა სანაცვლო დათმობებზე . დიახ, აშშ, რა თქმა უნდა, მზად არის ისლამისტ ტერორისტებთან ბრძოლაში ითანამშრომლოს ყველასთან და მათ შორის რუსეთთანაც, მაგრამ უკანასკნელს მაშინ მოუწევს შეუერთდეს უკვე არსებულ ანტიისლამისტურ კოალიციას, რომელიც აშშ – მ შეკრა.
გამორიცხული არ არის, რომ კრემლის სქემა თავიდან ამოქმედდეს. მაგრამ პუტინს მეტისმეტად გვიან მოაგონდა იგი. ის და მისი გემები უკვე დიდი ხანია ისე მარტივად წასაკითხი გახდა, როგორც პირველკლასელის ანბანი.
პუტინმა ბუნებრივია, სცადა გადაერწმუნებინა ობამა თავის სასარგებლოდ პირად შეხვედრაზე, რომელსაც იგი დიდხანს გაურბოდა, მაგრამ პრაქტიკულად ბოლო წამს დათანხმდა. ის, რომ ამ შეხვედრის შემდეგ პრესასთან სასაუბროდ მხოლოდ პუტინი გამოვიდა, თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს. რა თქმა უნდა, პუტინი თავს იმხნევებდა და ბაქიბუქიბდა, როცა ლაპარაკობდა ბევრი მოსაზრების თანხვედრაზე და არნახულ გულახდილობაზე. მაგრამ იოლად შეამჩნევდით, რომ იგი ძალიან დაბნეული იყო. ასე მოხდა, სხვათაშორის, გაეროს გენერალურ მდივანთან პან გი მუნთან გამართულ ლანჩზე დელეგაციების მეთაურებისათვის, როცა პუტინი იძულებული გახდა გაეთამაშებინა, რომ ვიღაცამ დაურეკა. ვინ დაიჯერებს, რომ იმ დროს, როცა მსოფლიო ლიდერები შამპანურს სვამდნენ, ლაპარაკია ობამაზე, ( რომელმაც სხვათაშორის არ ისურვა ჭიქა მიეჭახუნებინა პუტინისათვის) და სი ცზინ პინზე, ვინმეს შეეძლო მობილურზე დაერეკა პუტინისათვის?
ასეა თუ ისე, პუტინი კარგა შეფუცხუნებული დაბრუნდა მოსკოვში. და ზუსტად მეორე დღეს ფედერაციის საბჭოს მიმართა ნებართვისათვის საზღვარგარეთის ქვეყნებში რუსეთის შეარაღებული ძალების გამოყენებაზე იმ საბაბით, რომ ეს რუსეთს თავად სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა სთხოვა.
და აი, რამდენიმე საათში რუდსულმა ბომბდამშენებმა იერიში მიიტანეს არა ისლამისტების, არამედ აშშ- სთან მოთანამშრომლე. სირიის ოპოზიციის პოზიციებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებზე ზე .
ძნელია ჩასწვდე, რისი იმედი ჰქონდა პუტინს – გარეთ 2015 წელია და ძნელია რაღაც დაბომბო და შემდეგ რაღაც არარსებულ მიზეზებზე ლაპარაკით გადაფარო ეს, თუმცა ამის მცდელობა ახლაც იყო – ის დრო წავიდა, როცა ვინმეს სიტყვაზე ენდობოდნენ, ინტერნეტი იმავე წუთებში გაივსო თანამგზავრული ფოტო და ვიდეო მასალებით.
რამდენადაც მყისვე გაიხსნა, ვინ, რა და როგორ დააბომბა, რეაქციამ არ დააყოვნა. წამოვიდა განცხადებები თეთრი სახლიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, ნატო – დან, საუდის არაბეთიდან, კატარიდან მოთხოვნით დაუყოვნებლივ შეწყვეტილიყო ავიადარტყმები ოპოზიციასა და მშვიდობიან მოსახლობაზე. პასუხად კრემლიდან ტყუილები გააგრძელეს, სანამ ცხვირწინ სირიაში ჩამოვარდნილი აუფეთქებელი და რუსულნიშნიანი ბობების ფოტოები არ დაუდეს.
კიდევ ერთი დღის შემდეგ კი პარიზში, ელისეს სასახლეში ნორმანდიული ოთხეული შეიკრიბა. ყველაფერი ჩვეულებრივად დაიწყო. ჯერ შედგა ორმხრივი შეხვედრა პუტინსა და ოლანდს შორის, შემდეგ ჩამოვიდა მერკელი, რომელსაც იგი ანალოგიურ ფორმატში შეხვდა. ამის შემდეგ ოლანდს შეხვდა პოროშენკო.
უცნობია, სახელდობრ რაზე ელაპარაკნენ პუტინს მსოფლიო ლიდერები და რა მოილაპარაკეს საბოლოოდ, მაგრამ მოლაპარაკებებს შორის პერიოდში გამართულ ლანჩზე პუტინი მთელი გულისყურით დასცქეროდა თავის ფრჩხილებს და ისევ მეგობრების მიერ გარიყულ ბიჭის სახე ჰქონდა,ისეთი, როგორიც ნიუ – იორკში. ამ დროს კი მერკელი, ოლანდი და პოროშენკო ხალისიანად გამოიყურებოდნენ და განუწყვეტლივ იღიმოდნენ.
და როგორც ჩანს ყველას თავისი მიზეზი ჰქონდა. დახურულ ფორმატში ჩატარებული ამ მოლაპარაკებების დასრულებიდან რამდენიმე საათში ზედიზედ გამოჩნდა განცხადებები, რომელთაგან თითოეულმა თითო ლურსმანი დააჭედა პუტინის რეჟიმის კუბოს
ნორმანდიის ფორმატის შეხვედრების მონაწილე მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას უკრაინის ტერიტორიიდან უცხოეთის ჯარების გაყვანისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის თანადათანობით აღდგენის პროცესზე კონტროლის შესახებ (ოლანდი)
– არჩევნები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ცალკეულ რაიონებში მომავალ წელს ჩატარდება (ოლანდი);
– ახლა უკვე არსებობს არამხოლოდ მინსკის, არამედ პარიზის გარანტიებიც ( მერკელი);
– მსუბუქი შეიარაღების სამხედრო ძალების გაყვანა დონბასიდან უკვე ხვალიდან დაიწყება (ოლანდი), ჯარების გაყვანის ვადა 41 დღე – ღამეა ( პოროშენკო)
პუტინმა ელისეს მინდვრები ინგლისური წესით ( ანუ მდუმარედ) დატოვა
შემდეგ მეტიც მოხდა.
ზუსტად ერთ საათში გავრცელდა ახალი ამბები, რომელიც ნამდვილად არ გაახარებს პუტინს.
პირველად ბოლო წლინახევრის მანძილზე დიდ ბრიტანეთს უეცრად მოაგონდა, რომ იგი გარანტი სახელმწიფოების ბუდაპეშტის მემორანდუმის ერთერთი ხელმომწერია. დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ელჩმა უკრაინაში ჯუდით გოფმა გააკეთა განცხადება, რომ მისი ქვეყანა მზად არის ბუდაპეშტის მემორანდუმის ფარგლებში ითანამშრომლოს უკრაინის სუვერენიტეტის სრულად აღდგენის საქმეში.
– ლონდონში კორუფციაში ბრალდებით დაკავებულ იქნა ოპეკის – ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციაის პრეზიდენტი დიზანი ელისონ – მადუკე. სულაც არ იქნება გასაკვირი, რომ ამ საქმეში რუსეთიც აღმოჩნდეს ჩართული.
– უეცრად აეხილათ თვალი ეუთოს მონიტორინგის მისიის წევრებსაც.მათ ერთბაშად და აბსოლუტურად მკაფიოდ დაინახეს მძიმე საბრძოლო ტექნიკის თავმოყრა სეპარატისტი ბოევიკების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც ეწინააღმდეგება შეთანხმებას შეიარაღების გაყვანის შესახებ.
– აშშ დეპარტამენტმა გააკეთა შეხსენება, რომ შტატებს აქვთ 762 საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები, ბალისტიკური რაკეტები წყალქვეშა ნავებზე და მძიმე ბომბდამშენები რუსული შეიარაღებული ძალების 562 ასეთივე რაკეტის წინააღმდეგ. .
იმედია, ყველაფერი ამ სულისკვეთებითა და ტემპებით გაგრძელდება ჩვენთვისაც და პუტინისთვისაც. იმედია, იგი უფრო ხშირად გამოჩნდება საჯაროდ იმ ადამიანის თავდაუჯერებელი, დათრგუნული სახით, რომელიც ამაოდ ცდილობს ჩაეწეროს კამპანიაში, და რომლისგანაც ვეღარ გაიგონებ რაღაც ისეთს, როგორიც იყო ,,ბუდემ მოჩიტ ვ სორტირე“. .