მთავარისიახლეებისაზოგადოებასაპროტესტო აქცია ივანიშვილის სახლთან

საპროტესტო აქცია ივანიშვილის სახლთან

Published on

ბიძინა ივანიშვილის სახლთან დილიდან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია ძმების, გიორგი და დათო ფეიქრიშვილების გათავისუფლების მოთხოვნით. 

ფეიქრიშვილების დედა ნინო აბრამიშვილი ამბობს, რომ მისი ორივე შვილი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს, თუმცა რეალურად იარაღი არც ერთს არ ჰქონია. მისი თქმით, დაკავებულებს იარაღი ჩაუდეს. აბრამიშვილმა ბიძინა ივანიშვილისთვის წერილის გადაცემა სცადა, თუმცა დაცვამ მისი წერილის მიღებაზე უარი განაცხადა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ერთერთ ძმას გიორგი ფეიქრიშვილს სამართალდამცავები დიდი ხანია ემუქრებოდნენ და თბილისის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ. მიზეზი, როგორც ისინი ამბობენ, ერთი წლით ადრე ასევე უკანონოდ დაკავებული  ძმის დათო ფეიქრიშვილის საქმეზე მისი  აქტიურობა იყო. 

 გიორგი ფეიქრიშვილი 2015 წლის პირველ ოქტომბერს რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. 

 

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...