მთავარისიახლეებისაზოგადოებაარასამთავრობოები წინასაარჩევნოდ მედიაზე ზეწოლის ნიშნებზე საუბრობენ.

არასამთავრობოები წინასაარჩევნოდ მედიაზე ზეწოლის ნიშნებზე საუბრობენ.

Published on

სასამართლო პროცესის პარალელურად მოსამართლის გადაწყვეტილებებსა და რუსთავი2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს აკვირდება მესამე სექტორი. არასამთავრობოები წინასაარჩევნოდ მედიაზე ზეწოლის ნიშნებზე საუბრობენ.

„აქ ძალიან ცალსახად იკვეთება, რომ ეს არის მცდელობა ჩაახშონ კრიტიკული ტელევიზია ქვეყანაში არჩევნების წინ,“ – აცხადებს „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია.

 „პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ვახტანგ ლეჟავას შეფასებით,  ხელისუფლებამ ყველა წითელი ხაზი გადალახა და დაარღვია, ამიტომ, მისი თქმით, „როგორც ჩანს, ეს თავზე ხელაღებული პოლიტიკა გაგრძელდება მომავალშიც.“

საშიშ ტენდენციაზე საუბრობენ მედიაექსპერტები. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლება არ ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს მედია თავისუფლებასთან დაკავშირებით.

"რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია წინასაარჩევნოდ გაასუფთაოს ველი კრიტიკული აზრისგან და საფრთხე შეუქმნას პლურალისტურ გარემოს. სამწუხაროა, რომ სასამართლო, როგორც დამოუკიდებელი შტო, ხდება ამ პროცესის ნაწილი," – განმარტავს "მედიის განვითარების ფონდის" გამგეობის თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილი.

"საქართველოს პრესის ასოციაციის" დირექტორის შეფასებით, საზოგადოება ამ საკითხს აღიქვამს პოლიტიკური პროცესის ნაწილად.

„არ ვარ ისეთი გულუბრყვილო, ვთქვა, რომ ეს თავისით ხდება და ამის უკან არ დგას პოლიტიკური ინტერესი ან რაღაცნაირად ხელისუფლება არ მოქმედებს ასეთ დროს," – განაცხადა ლაშა ტუღუშმა. 

 

სიახლეები

TI- “ქართულმა ოცნებამ” 93 სიტყვა აკრძალა

"კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ღია ცენზორის როლს ასრულებს" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"წერს...

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...