მთავარისიახლეებისაზოგადოება„ეს არის ბიძინა ივანიშვილის კარზე შემდგარი გარიგება“, - არასამთავრობოების შეფასება რუსთავი 2-ის...

„ეს არის ბიძინა ივანიშვილის კარზე შემდგარი გარიგება“, – არასამთავრობოების შეფასება რუსთავი 2-ის შესახებ

Published on

რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეფასებას აკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მედიაექსპერტები.

„ჩანს, რომ გარკვეული წრეების და მთავრობის დაინტერესება ამ ყველაფერში შესაძლოა არის, რადგან ამ პროცესში ძალიან ბევრი პროცედურა დარღვეულია. შეუძლებელია, დამთხვევა იყოს,“ – აცხადებსსაერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას შეფასებით, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ პირველ ყადაღაზეც არ არის გადაწყვეტილება მიღებული და საკმაოდ გაწელილია პროცესები, რჩება იმის შთაბეჭდილება, რომ სასამართლო არ ცდილობს პროცესი წაიყვანოს გამჭვირვალედ.  

როგორც მედიაექსპერტი ნათია დანელია აცხადებს, ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, კავშირშია პოლიტიკურ ზეწოლასთან და ხელისუფლების მცდელობასთან გააკონტროლოს, ან საერთოდ გააჩუმოს რუსთავი 2.

„იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც მაქვს, შემიძლია დასკვნა გამოვიტანო – ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, ეს არის პირდაპირი პოლიტიკური დაკვეთა. ეს არის ბიძინა ივანიშვილის კარზე შემდგარი გარიგება და შეთანხმება,“ – აცხადებს ნინო დანელია და იმედს იტოვებს, რომ საზოგადოება დაიცავსრუსთავი 2-ს და „წინ აღუდგება იმ ძალადობას, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს მედიაზე.“

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს ტელეკომპანია საქართველოს წილებიც დააყადაღა. შპს ტელეკომპანია საქართველო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 51-პროცენტიანი წილის მფლობელია.

სიახლეები

ზუგდიდელი სტუდენტების ნაწილი, არაღიარებენ არჩევნების ლეგიტიმაციას და სოლიდარობას უცხადებენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს

ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, აცხადებს, რომ არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას და...

აფხაზეთში ვარ, პროვოკაციას არ წამოეგოთ!” – ასლან ბჟანიამ ღამე მშობლიურ სოფელ ტამიშში გაატარა

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ღამე მშობლიურ სოფელ ტამიშში გაატარა. მან მოსახლეობას მიმართა,...

“შენ ხარ სირცხვილი და შავი ლაქა!..” – ცესკოს თავმჯდომარეს სხდომაზე შავი საღებავი შეასხეს

ცესკოს სხდომა, სადაც დღეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შემაჯამებელი ოქმი უნდა გამოქვეყნდეს, პროტესტის...

ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება – სინოპტიკოსების პროგნოზი

16 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში...