მთავარისიახლეებისაზოგადოებანაცატუს მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს

ნაცატუს მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს [Video]

Published on

ეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ნაცატუა. წლიდან წლამდე აქაური მაცხოვრებლები მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობენ. აქ საგზაო ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა და სასმელი წყლის პრობლემა აწუხებთ. წელიწადის ნებისმიერ დროს აქ წყალი არ აქვთ, ოჯახებში ჭები შრება. ხანგრძლივი წვიმის შედეგად მოსული წყალი სასმელად უვარგისია. მოსახელობა კოლექტიურად იკრიბება და ორი კილომეტრის მოშორებით არსებული ბუნებრივი წყალსაცავიდან ეზიდება სასმელ წყალს. ამისთვის ადგილობრივებს ტრანსპორტის დაქირავება უწევს, სხვადასხვა ზომის ბიდონებს წყლით ავსებენ და რთული რელიეფის მქონე გზით ოჯახებში მიაქვთ. მოსახლეობა ამბობს, რომ სიმწრით მოპოვებულ წყალს ეკონომიურად მოიხმარენ. სასმელი წყლის გარდა მოსახლეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობაზე საუბრობს. აქ საბჭოთა პერიოდის შემდეგ გზა არ შეკეთებულა. შედეგად, ხანგრძლივმა წვიმამ გზის საფარი ჩამორეცხა და ტრანსპორტს მიმოსვლა უჭირს. ამასთან, სოფლის შუაგულში მდებარე ეს არასრული საშუალო სკოლის შენობა ავარიულია. აქ სწავლა დიდი ხნის წინ შეწყდა. მოსახლეობის განმარტებით, მიტოვებულ შენობაში სხვადასხვა მავნებელი მწერი ბუდობს, რომლის ნაკბენი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ადგილობრივების თქმით, აუცილებელია შენობის დემონტაჟი. ამ მოთხოვნით, ნაცატუს მაცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას შეპირების შეუსრულებლობაში და უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ისინი არსებული პრობლემის მოწესრიგებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გზის გადაკეტვით და მოძრაობის პარალიზებით იმუქრებიან. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუს მკვიდრს ომეხი რაფავას ოჯახს 3 წლის წინ სოციალური ფახმარება მოეხსნა. ოჯახი, რომელიც სამი მცირეწლოვანი და ოთხი ზრდასრული წევრისგან შდგება, უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. ოჯახის უფროსი ცოლ-ქმარი მძიმე ავადმყოფები არიან. მათი ძირითადი შემოსავლის წყარო შემოდგომაზე მიღებული თხილის მოსავალია, რომელიც, მათი თქმით 150 კგ. შეადგენს. ოჯახის წევრებს უჭირთ თუ რის საფუძველზე მოეხსნათ სოციალური დახმარება. მათი თქმით, ამ წლების განმავლობაში ოჯახის სოციალური პირობები უკეთესობისკენ არ შეცვლილა. ნაცატუში ჩვენი გადამღები ჯგუფის მუშაობის პარალელურად ადგილზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრობლები გამოჩნდნენ. მიუხედავად მათი დაპირებისა, მოსახლეობა მაინც სკეპტიკურად განწყობილი დარჩა მათ მიმართ. მუნიციპალიტეტის გამგეობის პასუხის თანახმად, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობა მიმდინარეობს. ნაცატუს მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების ახალი დაპირების შესრულების მოლოდინშია. ისინი არ გამორიცხავენ, რომ შეუსრულებლობის შემთხვევაში პროტესტის სხვადახვა ფორმებს მიმართონ, მათ შორის ზუგდიდი-წალენჯიხის ცენტრალური გზის გადაკეტვითაც იმუქრებიან.

სიახლეები

დრონები ოკუპირებული აფხაზეთის თავზე – აფეთქებები და მასშტაბები: რა ხდება?

უპილოტო საფრენი აპარატები ოჩაჩირის, სოხუმისა და გულრიფშის თავზე - ვიდეოებს აფხაზეთის მარიონეტული საგანგებო სიტუაციების...

სურსათი თებერვალში წლიურად 9.5 %-ით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 4.6%-ს შეადგენს. საქსტატის ინფორმაციით,...

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას...

გრანტების მიღებასა და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები პარლამენტმა დაამტკიცა

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, გრანტების მიღებასთან, ასევე პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული...