მთავარისიახლეებისაზოგადოებამარტვილში ჭყონდიდობაა

მარტვილში ჭყონდიდობაა

Published on

მარტვილში ჭყონდიდობაა – დავით აღმაშენებლის ამღრზდელისა და მწიგნობართუხუცესის ხსენების დღისადმი მიძღვნილი სახალხო-საეკლესიო დღესასწაული.

დილიდან მარტვილის საკათედრო ტაძარში ჩატარდა საზეიმო წირვა, რის შემდეგაც საზოგადოებამ გვირგვინებით შეამკო ჭყინდიდელის ძეგლი ქალაქის ცენტრში.

დაწყებულია და  გვიან ღამემდე გაგრძელდება სადღესასწაულო პროგრამა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, როგორიცაა   ფერწერული ნამუშევრები გამოფნაძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, განახლებული ექსპოზიციები   მარტვილის გივი ელიავას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზებსა და მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოეზიის დღე მარტვილის ცენტრალური ბიბლიოთეკის ეზოში, დღესვე გაიმართება ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები ქალაქის ცენტრში 

წელს ჭყონდიდობაზე კოლხური ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეებიც მოეწყო, სადაც დამთვალიერებელს მეგრული სამზარეულოს დაგემოვნება შეუძლია.  ამ წუთებში მიმდინარეობს მარტვილის საპატიო მოქალაქეების დასახელების ცერემონიალი. ჭყონდიდობა მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა ჩაერთოს სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში, ნახოს  შეჯიბრი ჭადრაკში, მძლეოსნობაში, ტანვარჯიშში, კრივში, ტაიკვანდოსა და სპორტის სხვა სახეობებში.

პროგრამის საკვანძო ნაწილია გრანდიოზული კონცერტი ღია ცისქვეშ, რომელსიც მონაწილეობას მიიღებენ ქარტული ესტრადის ცნობილი ახალგაზრდა სახეები, დღე დასრულდება   გრანდიოზული ფეიერვერკით. 

ჭყონდიდობის დღესასწაულს ესწტრებიან მინისტრები, პარლამენტისწევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, სასულიეროპირები, სხვადსახვა მუნიციპალიტეტებისადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სიახლეები

TI-24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კომპანიის დირექტორია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოავლინა 24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც, კანონის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად,...

დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

სამშობლოს ღალატის მუხლით დაკავებული დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს  გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ...

ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს

“კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს. კადრებში, რომელიც „სანდო წყარომ“ გაავრცელა, ჩანს, რომ...

სტრასბურგის სასამართლომ ნინო დათაშვილის საქმის განხილვა დაიწყო

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნინო დათაშვილის წინასწარი პატიმრობისა და...