მთავარისიახლეებისამხედრო თემაავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი ვასილ ყულიჯანაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს

ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი ვასილ ყულიჯანაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს

Published on

ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი, ვასილ ყულიჯანაშვილი ბაგრამის საავიაციო ბაზიდან ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის სპეციალური რეისით  ჩამოასვენეს.

თბილისის სამთავრობო აეროპორტში  იმყოფებიან სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრები, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი თემურ მღებრიშვილი,  პარლამენტის ვიცე სპიკერი ზვიად ძიძგური, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. 

აეროპორტში განთავსებულია საპატიო ყარაული, ასევე საქართველოს შეირაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი.

შემძრა სიმამაცემ, რომელიც გამოავლინა რიგითმა ყულიჯანაშვილმა, – განაცხადა  საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ, რომელიც  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა,  ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს ვასილ ყულიჯანაშვილის ჩამოსვენებას ესწრება. 

ვასილ ყულიჯანაშვილს აეროპორტიდან რუსთავში, საკუთარ სახლში გადაასვენებენ. იგი დაიკრძალება 29 სექტემბერს 

 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...