მთავარისიახლეებიპოლიტიკავინ გახდება საქართველოს პარლამენტის წევრი - ედიშერ თოლორაია თუ ვლადიმერ აჩბა?

ვინ გახდება საქართველოს პარლამენტის წევრი – ედიშერ თოლორაია თუ ვლადიმერ აჩბა?

Published on

გუშინ მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს საპარტნიორო ფონდის ახალ ხელმძღვანელად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე    წარუდგინა. 

დავით საგანელიძემ საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარის თანამდებობაზე გადასვლასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრის მანდატი უნდა დათმოს, შესაბამისად მისი ჩანაცვლება მოხდება საარჩევნო სიაში ადგილომონაცვლე კანდიდატის მიერ.

საგანელიძის ადგილმონაცვლე საარჩევნო სიის მიხედვით ზუგდიდის გამგებელი ედიშერ თოლორაიაა, თუმცა გარკვეული არ არის  დაიკავებს თუ არა იგი დეპუტატის ადგილს პარლამენტში –  გუშინ გავრცელეული ცნობით, იგი,  არ აპირებს დატოვოს ზუგდიდის გამგებლის თანამდებობა, რადგან, მისი აზრით, ეს იქნება უპატივცემლობა მოსახლეობისადმი, რომელმაც იგი გამგებლად აირჩია.

იმ შემთხვევაში, თუ ედიშერ თოლორაია უარს განაცხადებს დეპუტატის მანდატზე, შესაძლოა ეს ადგილი დაიკავოს ვლადიმერ აჩბამ, რომელიც თოლორაიას მომდევნო კანდიდატია საარჩევნო  სიაში.  

პარლამენტში დავით საგანელიძის ადგილმონაცვლის საკითხი ჯერ ცესკო-მ უნდა განიხილოს და შემდეგ კანდიდატურა პარლამენტს წარუდგინოს.

 

 

სიახლეები

პროკურატურის მოთხოვნით, ღარიბაშვილის პროცესი 12 თებერვლამდე გადაიდო – ადვოკატი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების უკანონოდ ლეგალიზაციისთვის ბრალდებული ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც...

ზუგდიდში დენის დარტყმის შედეგად თურქეთის მოქალაქე გარდაიცვალა

ზუგდიდში, თბილისის ქუჩაზე, მუშა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით ელექტრო გაყვანილობის სამუშაოებს 30...

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ევროპელ ლიდერებს ხვდება: ვინ ჩადის ბერლინში?

Politico წერს რომ, დღეს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფრიდრიხ მერცს პირისპირ ხვდება, შემდეგ კი...

მოსკოვს დრონებით უტევდნენ, ბელგოროდში კი “ბლექაუთი” გამოცხადდა

უკრაინულ დრონებს იგერიებდნენ ღამით მოსკოვსა და მოსკოვის გარეუბნებში. ქალაქის მერის განცხადებით 15 დრონი ჩამოაგდეს....