მთავარისიახლეებისაზოგადოებაუბედური შემთხვევა გალში

უბედური შემთხვევა გალში

Published on

საინფორმაციო სააგენტო ,,აფსნი რუ-ს  ცნობით, დღეს დილით, დაახლოებით 11.  00 საათზე ქალაქ გალში, რუსთაველის ქუჩაზე  საავტომობილო ავარია მოხდა – სასწრაფო დახმარების მანქანასა და ,,მერსედესის’’ მარკის ავტომანქანას შორის შეჯახებას 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის გალის კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე ლია ჩქოტუა, მედდა თეა ჭედია, პაციენტი ნიურა ხასაია და მისი ოჯახის წევრი. დაღუპულია  ასევე  მსუბუქ ავტომანქანაში მსხდომი ორი ადამიანი, კრიტიკულია   სასწრაფო დახმარების მძღოლის მდგომარეობა. 

სავარაუდოდ, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

განსხვავებული ვერსია ვრცელდება სააგენტო ,,აბხაზია ინფორმის’’მიერ, ამ ვერსიით გარდაცვლილია 3 ადამიანი.

,,ოდიში ნიუსის'' წყაროები გალიდან კი ამბობენ, რომ შეჯახება არ მომხდარა,  გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი სასწრაფო დახმარების მანქანა შემხვედრი მანქანისათვის გვერდის ავლის მცდელობისას   გადაბრუნდა და ტროტუარზე ამოყირავდა. გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, დაშავდნენ გამვლელებიც, ერთ მათგანს ფეხი აქვს მოტეხილი

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...