2014 წლის 15 ივნისის მდგომარეობით თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში დასაქმებულთა რაოდენობა 853 საშტატო ერთეულით გაიზარდა, რამაც ხელფასებზე გასაწევი საბიუჯეტო ხარჯი ყოველთვიურად 460 ათასი ლარით, წლიურად კი საშუალოდ 5,5 მილიონი ლარით გაიზარდა. ამის შესახებ დღეს მედიისთვის გამართულ შეხვედრაზე საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა განაცხადა. არჩილ თოდუას განცხადებით, ორგანიზაციამ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებიდან აიპიებში 2014 წლის მაისის და 2015 წლის ივლისის მდგომარეობით დასაქმებულა რაოდენობისა და თვის მანძილზე გასაცემი ხელფასის ოდენობის შესახებ. მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2014 წლის ივლისის მფგომარეობით სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში ჯამში 105 აიპი ფუნქციონირებდა, 2015 წლის ივლისის თვის მონაცემებით კი მათი რაოდენობა გაზრდილია და 113 შეადგენს. გაზრდილია ასევე აიპიებში დასაქმებულთა რაოდენობაც, კერძოდ რეგიონის მასშტაბით 5548 საშტატო ერთეულიდან 6401 საშტატო ერთეულამდე გაიზარდა. კვლევის თანახმად, წალენჯიზის მუნიციპალიტეტში აიპიების რიცხვი არ გაზრდილა, თუმცა 335 საშტატო ერთეულით გაიზარდა არსებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირებში დასაქმებულთა რაოდენობა. მაგალითად, კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ აიპ „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის ცენტრის“ თანამშრომელთა რაოდენობა 285 საშტატო ერთეულიდან გაიზარდა 570 საშტატო ერთეულამდე. ამასთან ერთად, „სკოლამდელი აღზრდის ცენტრში“ 219 საშტატო ერთეულიდან 279 ერთეულადმე. შესაბამისად გაზრდილია ყოველწლიური სახელფასო ბიუჯეტი და ის 154 313,3 ლარს შეადგენს. 2014 წლის შემდეგ აიპიების რაოდენობა გაიზარდა ზუგდიდშიც. ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, არსებული მონაცემებით ზუგდიდში 21 აიპი ფუნქციონირებს, სადაც დასაქმებულია 138 ადამიანი. ამასთან ერთად, გაზრდილია ყოველთვიური სახელფასო ბიუჯეტიც და ის 117 415,3 ლარს შეადგენს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის შედეგების თანახმად, 2014 წლის არჩევნების შემდგომ 4 ახალი აიპი დაფუძნდა ფოთსა და მესტიის 2 მუნიციპალიტეტებში. ორგანიზაციის კვლევიოს თანახმად, ორივე შემთხვევაში გაზრდილია როგორც საშტატო ერთეულები, ასევე სახელფასო ბიუჯეტიც.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი თვითმმართველობებს რეკომენდაციით მიმართავს. კერძოდ, არჩილ თოდუას განცხადებით, „თუ გავითვალისწინებთ საქართველოში არსებულ უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს, მუნიციპალიტეტების მნიშვნელოვან ნაწილში ადგილობრივი თვითმმართველობა დასაქმების ერთ-ერთ ძირითად საშუალებად რჩება. თუმცა არაგონივრულად გაზრდილი საშტატო ერთეულები ხშირ შემთხვევაში მძიმე ტვირთად აწევს მუნიციპალიტეტის ისედაც მწირ საბიუჯეტო რესურსებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საჯარო მოხელეთა დანიშვნის წესისგან განსხვავებით, ა(ა)იპებში დასაქმება არ ითვალისწინებს კონკურსის გამოცხადებას, შესაბამისად, ა(ა)იპის ხელმძღვანელი საკადრო გადაწყვეტილებებს პრაქტიკულად ერთპიროვნულად იღებს, რაც ერთი მხრივ არ იძლევა შესაძლებლობას ვაკანტურ პოზიციაზე თავისუფალი კონკურენციის პირობებში შერჩეულ იქნას უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი. მეორე მხრივ, ეჭქვეშ დგას საკითხი, თუ რამდენად შეესაბამება კონკურსის გარეშე, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დასაქმებულთა კვალიფიკაცია მათ მიერ დაკავებულ პოზიციებს“, – აცხადებენ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში