მთავარისიახლეებისაზოგადოება"იმედი" -ს გენერალურ დირექტორად ირაკლი იმნაიშვილი დაინიშნა?

“იმედი” -ს გენერალურ დირექტორად ირაკლი იმნაიშვილი დაინიშნა?

Published on

ტელეკომპანია იმედის გენერალურ დირექტორად ირაკლი იმნაიშვილი დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ "პირველი რადიო" ავრცელებს, რომლის თანახმად, არხის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით თანამდებობიდან გადაყენებულია გიორგი ბახტაძე და მის ნაცვლად ტელეკომპანია "იმედს" ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი უხელმძღვანელებს. გავრცელებულ ინფორმაციას ტელეკომპანიის თანამშრომლებიც ადასტურებენ და ამბობენ, რომ ოფიციალური წარდგენა ხვალ მოხდება. ამასთან, გადაწყვეტილია, რომ ტელეკომპანია უახლოეს პერიოდში ახალ პოლიტიკურ თოქ-შოუსაც მოამზადებს, რომელიც ეთერში ყოველ პარასკევს გავა და მისი წამყვანი არხის ახალი გენერალური დირექტორი ირაკლი იმნაიშვილი იქნება. 
ირაკლი იმნაიშვილი წლების წინ ტელეკომპანია "მზე" -ში მუშაობდა, სადაც გადაცემა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული პირდაპირი ეთერის შემდეგ დაუხურეს. მოგვიანებით, ჟურნალისტმა საქართველო დატოვა და ამ პერიოდის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში, BBC -ში მუშაობდა მეუღლესთან, ნათია აბრამიასთან ერთად.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...