მთავარისიახლეებისაზოგადოებაღვთისმშობლის შესამოსელის ზუგდიდიდან გატანის წინააღმდეგ ქალაქში ხელმოწერები გროვდება

ღვთისმშობლის შესამოსელის ზუგდიდიდან გატანის წინააღმდეგ ქალაქში ხელმოწერები გროვდება [Video]

Published on

მართლმადიდებელი სამყარო 21 სექტემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ხატის საკათედრო ტაძარში ზუგდიდისა და ცაიშის მოტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღავლინა. დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს მიმართა დღის 12 საათზე საქართველოს ყველა ტაძარში ლოცვა აღევლინათ "მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო". ამასთან, ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში ზარი 12-ჯერ დაირეკა. წირვის შემდეგ, მიტროპოლიტმა მრევლს დღესასწაული მიულოცა და მეტი ლოცვისკენ მოუწოდა. მეუფე გერასიმემ სადღესასწაულო წირვის შემდეგ ღვთისმშობლის კვართზეც ისაუბრა. მეუფის თქმით, წმინდა შესამოსელის ზუგდიდში დარჩენა თავად ღვთისმშობლის გადაწყვეტილება იყო. სადღესასწაულო წირვა-ლოცვის პარალელურად ეკლესიის ეზოში ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობდა ღვთისმშობლის შესამოსელის ზუგდიდიდან გატანის წინააღმდეგ. ორგანიზატორების განცხადებით, ამ დროისთვის დაახლოებით 5 ათასზე მეტი ხელმოწერაა პეტიციაზე. ღვთისმშობლის კვართის ერთი დღით ხობის მონასტერში გადაბრძანებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს გადაწყვეტილებას საზოგადოებაში წინააღმდეგობა მოჰყვა. მრევლის განცხადებით, უდიდესი სიწმინდეების სხვადასხვა ადგილზე წაბრძანება ყოვლად დაუშვებელია. წმინდა შესამოსელის წაბრძანების წინააღმდეგ საზოგადოების მყისიერი რეაქციის შემდეგ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, პატრიარქი შეცდომაში იქნა შეყვანილი, ხოლო უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გადაწყვეტილებით, სიწმინდეები ზუგდიდში დარჩება.

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...