მთავარისიახლეებისაზოგადოებაევროპარლამენტარები გიგი უგულავას ხელახალი დაკავების ფაქტს ეხმაურებიან

ევროპარლამენტარები გიგი უგულავას ხელახალი დაკავების ფაქტს ეხმაურებიან

Published on

ევროპარლამენტარები გიგი უგულავას ხელახალი დაკავების ფაქტს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ შოკირებული არიან საქართველოს ხელისუფლების ამ ნაბიჯით, რომელიც  შერჩევითი სამართლით გამორჩეულ  სხვა საქმეებთან ერთად  უხეშად არღვევს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების შინაარსსა და სულისკვეთებას 

" საქართველოში შექმნილი სიტუაცია საგანგაშო სიგნალს გვიგზავნის. სამართლებრივი სისტემა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ შურისძიების იარაღად იქცა"- ამბობს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი. 

" საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებისას ევროპის პარლამენტმა გადაჭრით მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას თავიდან აეცილებინა სისხლის სამართლის სისტემის პოლიტიკური შურისძიებისთვის გამოყენება. სამწუხაროდ ეს მაინც ხდება.  საქართველოს მთავრობის აკვიატება გამოიყენონ შერჩევითი სამართალი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ზიანის მომტანია ქვეყნისათვის და მისი ევროპული პერსპექტივისთვის. ეს ყველაფერი უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ.”- განაცხადა ევროპარლამენტარმა დან პრედამ. 

გიგი უგულავას საქმეზე განცხადებები სხვა ევროპელმა ლიდერებმაც გააკეთეს, ევროპის საბჭოში სახალხო პარტიის ჯგუფის ხელმძღვანელის პედრო აგრამუნტის თქმით, გიგი უგულავას საქმეზე არსებული გადაწყვეტილება ბარბაროსულია და  არ გადაიხედა, საფრთხეს შეუქმნის საქართველოს რეალურ ინტეგრაციას ევროპაში.

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ჟოზეფ დოლის თქმით კი, გიგი უგულავას წინააღმდეგ ერთ-ერთი პროცესის დაჩქარება აშკარად იყო პოლიტიკურად მოტივირებული და ატარებდა მართლმსაჯულების სისტემაში ჩარევის ძლიერ ნიშნებს.

 

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...