ზუგდიდში, ზ. გამსახურიას ქუჩაზე, ტელერადიოკომპანია ოდიშის შენობის უკან დანიური სახლის ახალი ფილიალი გაიხსნა. პრეზენტაციას მაღაზიის მომხმარებლები, დანიური სახლის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი დაესწრნენ. ფილიალი ორ სართულზეა განთავსებული, პირველ სართულზე მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო საშუალებები შეიძინონ, მეორე სართულზე კი სხვადასხვა ფირმის მიერ წარმოებული ავეჯი განთავსდა. მაღაზიის მეორე სართულზე მომხმარებლებს ასევე საშუალება ექნება შეიძინონ სასურველი ბრენდის მიერ წარმოებული ფეხსაცმელი. დანიური სახლის დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის განცხადებით, მაღაზიის ერთ-ერთი და მთავარი აუცილებლობაა ხარისხი და ხელმისაწვდომი ფასები. მათივე თქმით, ორივე მოთხოვნა საქართველოს ყველა ფილიალში უზრუნველყოფილია. მაღაზიის გახსნას დიდი ინტერესით ელოდნენ მყიდველები. გახსნის დღეს ახალი ფილიალის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი იყო. მომხარებლები შემოთავაზებებს დიდი ინტერესით ეცნობოდნენ, მათთვის ფასებიც მისაღები აღმოჩნდა. დანიური სახლის ახალი მაღაზია ზუგდიდში პერიოდულად სხვადასხვა სახის აქციებსაც მოაწყობს, სადაც მომხმარებლებს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეეძლებათ სასურველი პროდუქციის შეძენა. ზუგდიდის მაღაზია რიგით მეორე ფილიალია საქართველოში ბათუმის შემდეგ, რომელიც დანიურმა სახლმა წელს საქართველოს მასშტაბით გახსნა.
“დანიური სახლის” ახალი მაღაზია გაიხსნა ზუგდიდში [Video]
სიახლეები
საზოგადოება
კოლსი პაპუაშვილს: ყველაზე დიდი პატივი, რომელსაც სავარაუდოდ ელოდებით, არის სტიპენდია ურალის სამთო უნივერსიტეტში
"ყველაზე დიდი პატივი, რომელსაც სავარაუდოდ ელოდებით, არის სტიპენდია ურალის სახელმწიფო სამთო უნივერსიტეტში", - ასე...
სიახლეები
ბრაზილიამ ყაზახეთს “აზერბაიჯანის ავიახაზების” თვითმფრინავის შავი ყუთების მონაცემები გადასცა
ბრაზილიის საჰაერო ძალების გამომძიებლებმა 25 დეკემბერს ყაზახეთში ჩამოვარდნილი "აზერბაიჯანის ავიახაზების" თვითმფრინავის ორი შავი ყუთის...
სიახლეები
“საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინას მიხედოს” – კობახიძე
საფრნაგეთის პრეზიდენტის განცხადებამ "ოცნება" წყობიდან გამოიყვანა. ივანიშვილის პრემიერი ემანუელ მაკრონს ტყუილში სდებს ბრალს და...
სიახლეები
“მოუთმენლად ველი, რომ მაკრონი იმუშავებს ტრამპთან, რათა [თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება საქართველოში] რეალობად იქცეს” -უილსონი
"მადლობელი ვარ, რომ ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირა ქართველი ხალხის და სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას თავისუფალი...