კამპანიას ,,დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთაოთ საქართველო” ზუგდიდიც შეუერთდა

0
458

დღეს ზუგდიდის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგებლებმა და მოხალისეებმა კამპანიის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს ენგურქაღალდკომბინატიოს დასახლებაში მდებარე ადმინისტრაციული შენობებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში.

ქალაქის მერიის ცნობით, სამდღიანი კამპანიის ფარგლებში დასუფთავდება ქალაქის ცენტრალური უბნებიც, კერძოდ, ბულვარი და მიმდებარე ტერიტორია.კამპანიაში ჩართულია მუნიციპალიტეტის სოფლის მოსახლეობა და ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელობაც, დილიდან მიმდინარეობდა ანაკლიის სანაპირო ზოლისა და ცენტრალური უბნის დასუფთავება, გროვდება ზღვის გამონარიყი, ითიბება სარეველა. ანალოგიური სამუშაოები მიმდინარეობს დარჩელში, კოკში, ცაიშსა და სხვა სოფლებშიც. აქციის მონაწილეები მოქმედებენ ორმოცდარვავე ადმინისტრაციული ერთეულისათვის შედგენილი გრაფიკით.   განსაკუთრებით აქტიურობს მოსწავლე ახალგაზრდობა. 

შეგახსენებთ, საერთაშორისო  კამპანია ,,დავასუფთაოთ მსოფლიო’’,  რომელიც გუშინ დაიწყო   საქართველოში და 3 დღეს გასტანს,  1992 წელს დაფუძნდა  გარემოს დაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით   და ემსახურება მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული გარემოს დასუფთავებას. დღეისათვის ამ კამპანიაში მსოფლიოს 135 ქვეყანააა ჩართული.

 

.

წინა სტატიავიღაცას ავტობუსზე აგვიანდება ანუ სად და როგორ იქირაოს სტუდენტმა ბინა?
შემდეგი სტატიაუახლესი კურსით ერთი ამერიკული დოლარი 2.4491 ლარია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური