მთავარისიახლეებიკულტურასეზონის პირველი პრემიერა ზუგდიდის თეატრში

სეზონის პირველი პრემიერა ზუგდიდის თეატრში

Published on

„შვლის ნუკრის ნაამბობი“- ამ სახელწოდების თოჯინური სპექტაკლით გაიხსნა ახალი თეატრალური სეზონი ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში. ვაჟა ფშაველას ნაწარმოების მიხედვით სცენაზე გაცოცხლებულმა პერსონაჟებმა მაყურებლის ოვაციები და მოწონება დაიმსახურა.

როგორც სპექტაკლის რეჟისორმა ნიკა საბაშვილმა აღნიშნა, იგი დარწმუნებული იყო, რომ მაყურებელს განსხვავებულ ჟანრში დადგმული სპექტაკლი მოეწონებოდა.

ზუგდიდის შალვა დადიანის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი წერედიანი აღნიშნავს, რომ წარმოდგენა საინტერესო იყო არა მარტო პატარებისთვის, არამედ ყველა თაობის მაყურებლისთვის. მისი თქმით,  სპექტაკლის რეჟისორი ნიკა საბაშვილი თავის თაობაში ერთ-ერთი საუკეთესოა, ამასთან სპექტაკლში ზუგდიდის თეატრალური დასის უნიჭიერესი მსახიობები გოგი გუგუჩია, ირაკლი სამუშია, მარინა დარასელია მზევინარ ჩარგაზია და სხვები მონაწილეობდნენ, რამაც განსაზღვრა სპექტაკლის წარმატება.

ახალ სეზონში თეატრი განახლებულ და მრავალფეროვან სარეპერტუარო პოლიტიკას გეგმავს – ეს მოიცავს   წინა წლებში წერმატებული რამდენიმე ძველი სპექტაკლის აღდგენასაც, მაგრამ ძირითადი აქცენტი ახალ სპექტაკლებზე გაკეთდება,   წლის ბოლოსთვის შედგება  პრემიერა ფედერიკო გარსია ლორკას  „სისხლიანი ქორწილისა'', რომელიც   კლუტურის სამინისტროს დაფინანსებით იდგმება. იქნება  გასვლითი სპექტაკლები, მეტი ინტენსივობით იმუშავებს თეტრთან არსებული   სტუდია, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად ხელს შეუწყობს ახალი სახეების  გამოჩენას და დამკვიდრებას დასში. – აღნიშნა ბადრი წერედიანმა.

 

 

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...