მთავარისიახლეებისამართალიგიგი უგულავას გათავისუფლებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

გიგი უგულავას გათავისუფლებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

Published on

გიგი უგულავას გათავისუფლებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "2015 წლის 17 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინების საფუძველზე, გაუქმდა გიორგი უგულავას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და იგი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციითა და საქართველოს ორგანული კანონით საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ. სასამართლოში წარმოდგენილი დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი უგულავას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების თაობაზე, სასამართლომ კოლეგიური შემადგენლობით განიხილა.გიორგი უგულავას ადვოკატებმა შუამდგომლობას საფუძვლად დაუდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობები, მოისმინა მხარეთა პოზიციები და მიიჩნია, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილება სადავო ნორმის ნორმატიული შინაარსის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ, ძალაში შევიდა სასამართლო სხდომის დარბაზში მისი გამოქვეყნების მომენტიდან, რაც წარმოადგენდა გიორგი უგულავას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გაუქმების საფუძველს. 
შეგახსენებთ, საქმე ეხება 7 ნოემბრის აქციის დარბევის, "ტელეიმედში" შეჭრის, მთაწმინდის პარკის გასხვისებისა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ეპიზოდებს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მომდევნო სხდომა გაიმართება 2015 წლის 24 სექტემბერს 12:00 საათზე", – ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

პატიმრობიდან ბადრი ჯაფარიძეც გათავისუფლდა

ძლიერი საქართველოს ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ რუსთავის ციხე დატოვეს. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მათ...

მამუკა ხაზარაძემ რუსთავის ციხე დატოვა

ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ რუსთავის ციხე დატოვა. საპატიმროს დატოვებს მისი თანაგუნდელი ბადრი ჯაფარიძეც. ივანიშვილის...

საქართველო 2008 წელს ომის დაწყებას აღიარებს-ე.წ. სამხრეთ ოსეთის მედია

ოკუპირებული ცხინვალის პროპაგანდისტული მედია აქვეყნებს სტატიას, სადაც წერია, რომ "საქართველო აღიარებს 2008 წელს სამხრეთ...

უკრაინაში “აზოვის” 19 წლის მებრძოლი დაიღუპა

დარია ლოპოტინა, საძახისით “დელტა”, რომელიც “აზოვის” სპეციალიზებულ ბრიგადაში იბრძოდა, სლავიანსკის მიმართულებაზე ერთ-ერთი შეტაკების დროს...