მთავარისიახლეებიკულტურადაბრუნდება თუ არა ჯონ სნოუ სერიალ "Game Of Thrones" -ში?

დაბრუნდება თუ არა ჯონ სნოუ სერიალ “Game Of Thrones” -ში?

Published on

პოპულარული სერიალის „სამეფო კარის თამაშები“ -ს (Game Of Thrones) მოულოდნელი და შოკისმომგვრელი ფინალის შემდეგ მაყურებლებში არ წყდება კითხვა – ცოცხალია თუ არა სერიალის ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი ჯონ სნოუ? მეხუთე სეზონის ბოლო სერია სკანდალურად დასრულდა – ბოლო სერიაში მაყურებელმა ვერ გაარკვია გარდაიცვალა თუ არა ჯონ სნოუ. ინტერნეტში ამ დრომდე სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება. ნაწილის აზრით ჯონ სნოუ ცოცხალია და ის სერიალის მეექვსე სეზონში აუცილებლად გამოჩნდება, ხოლო მეორე ვერსიით, სერიალის გმირმა მუშაობა დაასრულა. ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად და სერიალის ერთგული მაყურებლების გასახარად ერთ-ერთი მთავარი გმირი ჯონ სნოუ მეექვსე სეზონში ითამაშებს, ანუ ედვარდ სტარკის უკანონო შვილი ცოცხალია. აღნიშნული Game Of Thrones პროდიუსერებმაც დაადასტურეს და დასძინეს, რომ ახალი სეზონიდან სერიალს რამოდენიმე მსახიობი შემოუერთდება, მათ შორის, სავარაუდოდ, იან მაკშეინი, რომელიც თეონის ბიძის, ეურონ გრეიჯოის როლს მოირგებს. ამასთან, კიტ ჰარინგტონი, სნოუს როლის შემსრულებელი, უკვე რამდენჯერმე შენიშნეს გადასაღებ მოედანზე. გულშემატკივრებმა და პაპარაცებმა ამ ფაქტის დამადასტურებელი ფოტოებიც გაავრცელეს. თანაც, მსახიობი სწორედ იმ ქალაქში იმყოფება, სადაც „სამეფო კარის თამაშების“ გადაღებები მიმდინარეობს. მოკლედ, ის ან იმდენად კარგი მეგობარია, რომ კოლეგებს ვერ ელევა და მთელ დღეებს მათთან ერთად ატარებს, ან მეექვსე სეზონის სერიებში უშუალოდ მონაწილეობს. როგორც ხვდებით, პირველი ვარაუდი თითქმის გამორიცხულია. შესაბამისად, ჯონს ახალ ეპიზოდებში უნდა ველოდოთ! და ბოლოს, სიურპრიზი! — HBO-მ სათამაშოთა ახალი სერია გამოუშვა, რომელიც სერიალში გარდაცვლილ გმირებს წარმოგვიდგენს. ამ სათამაშოებში კი, გულითაც რომ გინდოდეთ, ვერსად იპოვით ჯონ სნოუს პერსონაჟს. შესაბამისად, ედარდ სტარკის უკანონო შვილი, სავარაუდოდ, ცოცხალი და ჯანმრთელია და თვითონაც ერთი სული აქვს, როდის გაახარებს ერთგულ მაყურებელს!
 
შეგახსენებთ, რომ „სამეფო კარის თამაშების“ მეექვსე სეზონის პრემიერა 2016 წლის აპრილშია დაგეგმილი.

სიახლეები

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 34 წელი გავიდა

14 აგვისტოს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 34 წელი გავიდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მოსაგონებლად, მოქალაქეები...

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და წერს,...