მთავარისიახლეებისაზოგადოებათავდაცვის სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს სოფელ კაბალში მომხდარი ფაქტის გამო

თავდაცვის სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს სოფელ კაბალში მომხდარი ფაქტის გამო

Published on

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს  გუშინ ღამით, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში მომხდარი ფაქტის გამო და ამასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში ირწმუნება, რომ შესაბამისი უწყებები გამოიძიებენ მომხდარის მიზეზებს და აუცილებლად დადგება კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი. თავდაცვის სამინისტრო დაზარალებულის ოჯახს სრულად აუნაზღაურებს სსსტც “დელტას“ მიერ მიყენებულ ზარალს.

შეგახსენებთ,  წუხელ  „დელტას“ მიერ სეტყვასაშიში ღრუბლების აქტიური დამუშავების პროცესში ერთ-ერთი ჭურვი ადგილობრივი მოსახლის – ასალანოვის ოჯახის კუთვნილ საცხოვრებელ  სახლს დაეცა. გაჩენილი ხანძრის  შედეგად  დამწვარია სახლის სახურავი, გაბზარულია კედლები და დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნივთები, თუმცა საბედნიეროდ ცეცხლის ჩაქრობა მალევე მოხერხდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანების მუხლით. 
 

 

სიახლეები

TI- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ აკისრებს. ორგანიზაცია მოითხოვს ელენე...

რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე სსრკ-მ 10 წელიწადში ავღანეთში დაკარგა -სტუბი

რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე სსრკ-მ 10 წელიწადში ავღანეთში დაკარგა ...

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჯგუფური ძალადობის...

TI-24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კომპანიის დირექტორია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოავლინა 24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც, კანონის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად,...