მთავარისიახლეებისაზოგადოებასაპატრიარქო: "ეკლესია ასეთ ვითარებაში მხარს ვერ დაუჭერს ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანებას"

საპატრიარქო: “ეკლესია ასეთ ვითარებაში მხარს ვერ დაუჭერს ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანებას” [Video]

Published on

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესამოსელი ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში დარჩება. გადაწყვეტილება საქართველოს საპატრიარქომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა, რომელიც ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ ეპარქიის რეზიდენციის წინ შეკრებილ საზოგადოებას გააცნო. განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქ.ზუგდიდიდან ღვთისშობლის კვართის გადაბრძანებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ბუნდოვანი სიტუაცია შეიქმნა მას შემდეგ, რაც ხობის ადგილობრივი ხელისუფლებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლები შეხვდნენ მის უწმინდესობას ყაზბეგში და გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კათოლიკოს-პატრიარქი თანახმა იყო, ეს სიწმინდე ერთი დღით დაბრძანებულიყო ხობის მონასტერში; მაგრამ არ ითქვა იმ პირობის შესახებ, რომ პროცესს არ უნდა მოჰყოლოდა შფოთი და დაპირისპირება. მათი ნათქვამის მიხედვით, იქმნებოდა შთაბეჭდილება იმისა, რომ ეს თემა ყველა დონეზე იყო შეთანხმებული და პრობლემები არ შეიქმნებოდა, მაგრამ დღეს ზუგდიდში განვითარებულმა მოვლენებმა საპირისპირო სურათი წარმოაჩინა. ბუნებრივია, მისი უწმინდესობაც და, ზოგადად, ეკლესიაც ასეთ ვითარებაში მხარს ვერ დაუჭერს ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანებას, რაც საქართველოს საპატრიარქოს 14 სექტემბრის განცხადებაშიც გარკვევით იყო დაფიქსირებული. შევნიშნავთ იმასაც, რომ, რადგან ეს სიწმინდე დაცულია მუზეუმში, სახელმწიფოს მიერ და ეკლესია მასზე პატრონაჟს ვერ ანხორციელებს, თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს ხელისუფლებამაც, მითუმეტეს, რომ თავიდან თანხმობა მათი მხრიდან იქნა გაცემული“ – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებაში. 
საზოგადოების ნაწილი და ეკლესიის მრევლი საღამოს 8 საათიდან ეპარქიის რეზიდენციის ეზოში იყო შეკრებილი. ისინი საპატრიარქოსგან ითხოვდნენ განმარტებას, წააბრძანებდნენ თუ არა 21 სექტემბერს სიწმინდეს ხობის მონასტერში, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით. საზოგადოების მყისიერი რეაქცია დღეს, საეკლესიო ჟურნალ კარიბჭეში გამოქვეყნებულ მასალას მოჰყვა, სადაც ნათქვამი იყო, რომ „„საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის ლოცვა–კურთხევითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ნებართვით ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით 21 სექტემბერს ხობის მონასტრის უდიდეს სიწმინდეს – ღვთისმშობლის კვართს – ერთი დღით ხობის მონასტერში გადააბრძანებენ. წირვის შემდეგ ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება ემთხვიოს სიწმინდეს. გვეწეოდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი!“. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საზოგადოების ნაწილმა შეკრება ეპარქიის რეზიდენციაში გადაწყვიტა. ისინი ამბობდნენ, რომ დაუშვებელია სიწმინდის თუნდაც ერთი დღით სხვაგან წაბრძანება. 

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...