მთავარისიახლეებიუკრაინადღეს უკრაინის რადაში კვიტაშვილის გადაყენებისათვის საჭირო ხმები ვერ შეგროვდა

დღეს უკრაინის რადაში კვიტაშვილის გადაყენებისათვის საჭირო ხმები ვერ შეგროვდა

Published on

 kmu.gov.ua – ს ცნობით, დღეს  უკრაინის უმაღლეს რადაში ვერ შეგროვდა ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან ალექსანდრე კვიტაშვილის გადაყენებისათვის საკმარისი ხმები. პარლამენტის სპიკერმა  ვლადიმერ გროისმანმა ხუთჯერ დააყენა კენჭისყრაზე შესაბამისი დადგენილება, მაგრამ საჭირო 226 ხმა მაინც არ შეგროვდა. 

,,მე გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო'' – განაცხადა პარლამენტის ტრიბუნიდან ალექსანდრე კვიტაშვილმა. ამასთან გააკრიტიკა პარლამენტის პროფილური კომიტეტი,  რომელთანაც მუშაობა, მისი თქმით, შეუძლებელია.

მე არ მოვსულვარ აქ იმისათვის, რომ სავარძელს ჩავებღაუჭო, არ მოვსულვარ აქ კარიერის გასაკეთებლად, და ვხედავ, რომ ამ კომიტეტთან მუშაობა უბრალოდ არ შემიძლია. ამიტომ გთხოვთ მიიღოთ გადაწყვეტილება ამ ჩემი სიტყვების გათვალისწინებით.  თუმცა მე მზად ვარ ვემსახურო უკრაინას, მე ჩვენი ქვეყნის პატრიოტი ვარ ისევე, როგორც ყოველი თქვენგანი და მუდამ და ნებისმიერი ფორმით დავუჭერ მას მხარს'' – განაცხადა მან კენჭისყრის დაწყებანდე . კვიტაშვილის გამოსვლის ტრანსლირება ხდებოდა ტელეარხ 112 უკრაინას" პირდაპირ ეთერში.  

უკრაინის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო შეახსენებს მკითხველს, რომ ალექსანდრე კვიტაშვილმა  ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ ფრაქცია ,,ბლოკი პეტრე პოროშენკოს" – ს მოთხოვნით, რომლის ხელმძღვანელი იგორ კონონენკო აცხადებდა, რომ სიტუაცია ჯანდაცვის სამინისტროში უმართავია. ალექსანდრე კვიტაშვილი ერთერტია იმ პირველი სამი უცხოელი მინისტრიდან, რომელთაც 2014 წლის დეკემბერში მიიღეს უკრაინის მოქაალეობა  პოსტზე დაანიშვნის წინ. იგი მინისტრის პოსტზე სწორედ ,,ბლოკ პეტრე პოროშენკოს'' კვოტით დაინიშნა. 

 

 

 

სიახლეები

გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჰერჩინსკი

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველომ შეაჩერა ევროკავშირისკენ სვლა - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ...

ჰერჩინსკი ტრაგიკული პიროვნებაა, შესაბამისად ის ღონისძიება, რომელსაც ატარებს დიდ ღირებულებას არ წარმოადგენს – კობახიძე

კობახიძემ ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩნსკი "ტრაგიკულ პიროვნებად" მოიხსენია. მისი მტკიცებით, ასეთი ელჩის მიერ ორგანიზებული...

სუს-ი ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში მიმდინარეობს

ჯაშუშობის საქმე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში...

დაკავებულ ძალოვნებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული...