მთავარისიახლეებიუკრაინაპეტიციას ოდესის გუბერნატორის გადაყენების მოთხოვნით ორი დღის მანძილზე მხოლოდ სამმა მოქალაქემ მოაწერა...

პეტიციას ოდესის გუბერნატორის გადაყენების მოთხოვნით ორი დღის მანძილზე მხოლოდ სამმა მოქალაქემ მოაწერა ხელი

Published on

13 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტის პოროშენკოს პეტიციების საიტზე დაიდო ელექტრონული პეტიცია, რომლის ავტორები მოითხოვენ განხილულ იქნას ოდესის გუბერნატორის პოსტიდან მიხეილ სააკაშვილის გადაყენების საკითხი.

,,სააკაშვილმა, ამ პოსტზე დანიშვნიდან განვლილი სამი თვის მანძილზე არსებითად  ვერაფერი შეცვალა რეგიონში, მიუხედავად იმისა, რომ ხელთა აქვს ყველა ბერკეტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უპრეცედენტო მხარდაჭერა ოდესაში რეფორმების გატარებისთვის. მისგან გვესმის მხოლოდ პროვოკაციული განცხადებები და ხმაურიანი ინტერვიუები. ჩვენ გვჭირდება მენეჯერი და არა შოუმენი, პოპულისტი – ნათქვამია პეტიციაში.

მიუხედავად იმისა, რომ პეტიცია ორი დღეა ღიაა ხელმოწერებისათვის, მის ავტორებს მხოლოდ სამი მოქალაქე შეუერთდა – იუწყება უკრაინული მედია. 

სიახლეები

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი გამოძიება – ექიმები

ექიმების ნაწილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას ეხმაურება. ისინი მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა უზრუნველყონ დამოუკიდებელი გამოძიება,...

უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე გამოძიება გრძელდება – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ BBC-ის სიუჟეტის ფარგლებში გამოძიება ორი მიმართულებით მიდიოდა. სუს-ის პირველი...

შსს აქციების დროს ქლორობენზილიდინ მოლონონიტრილს იყენებდა და არა კამიტს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია,...

როდესაც CS-ს წყალში ურევ, უკვე ნაგავი ხარ – ჟურნალისტი დავით ნიკურაძე

საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის უმეტესწილად აშშ-ში მიმდინარე მოვლენების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ სახალხო პროტესტის...