მთავარისიახლეებიპოლიტიკაოდესის პროკურორად დავით საყვარელიძე დაინიშნა

ოდესის პროკურორად დავით საყვარელიძე დაინიშნა

Published on

დავით საყვარელიძე ოდესის ოლქის პროკურორი გახდა. როგორც unian.net-ი წერს, ოლქის პროკურატურის თანამშრომლებს ახალი უფროსი დღეს წარუდგინეს. უკრაინული მედიის ცნობით, ახალ თანამდებობაზე დანიშვნის მიუხედავად, დავით საყვარელიძე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტს არ დატოვებს.
დავით საყვარელიძე საქართველოში 2009-2010 წლებში მთავარი პროკურორის, ხოლო 2010-12 წლებში მთავარი პროკურორის მოადგილის პოსტს იკავებდა. 2015 წელს საყვარელიძე უკრაინის მოქალაქე გახდა და უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობა ჩაიბარა.

სიახლეები

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...

ალექსეი ნავალნი ისრის ბაყაყის ტოქსინით (ეპიბატიდინით) მოწამლეს – 5 ქვეყნის მთავრობის განცხადება

(ტაბულა) - ხუთი ევროპული ქვეყნის მთავრობამ 14 თებერვალს ერთობლივად განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი...