მთავარისიახლეებისაზოგადოებახაიშში საპროტესტო აქციები განახლდა

ხაიშში საპროტესტო აქციები განახლდა

Published on

ხაიშში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. შეკრებილები დილიდან ცდილობდნენ  გზის გადაკეტვას, რასაც სამართალდამცველთა და შეკრებილთა შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. მიუხედავად პოლიციის წინააღმდეგობისა,   აქციის მონაწილეებმა ბოლოს მაინც შეძლეს ზუგდიდი მესტიის დამაკავშირებელი გზის ჩახერგვა, რის გამოც  მოძრაობა შეფერხებულია.

აქციის მონაწილეები –  ჭუბერის, ნაკრას, ხაიშის მცხოვრებლები ხელისუფლებისაგან მოითხოვენ დაუყოვნებელ ახსნა – განმარტებას  მედიაში გავრცელებულ არაოფიციალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, ხუდონჰესის მშენებლობა უახლოეს მომავალში უნდა განახლდეს. ისინი აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ მშენებლობის გაგრძელებას მათთვის სანდო სპეციალისტების დასკვნების გარეშე, რადგანაც არსებული პროექტი დატბორვით ემუქრება მათ სოფლებს.  

როგორც შეკრებილები აცხადებენ, აქცია გამაფრთხილებელია და საჭიროების შემთხვევაში  პერმამენტულხასიათსმიიღებს.

მოსახლეობა  ხუდონჰესის მშენებლობის განახლების  წინააღმდეგ მიმართული პროტესტის პარალელურად ახმოვანებს სხვა პრობლემებსაც –კერძოდ, მათი მოთხოვნაა  აღუდგეთ  ხე-ტყისჭრისუფლება ადრინდელი წესით, რასაც მათთვის საარსებო მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც   მისი რეალიზაცია მათთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროა.  

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...