მთავარისიახლეებისაზოგადოებააფხაზები ღომის დაფასოებას იწყებენ?

აფხაზები ღომის დაფასოებას იწყებენ?

Published on

ოჩამჩირის კობინირებული საკვების ქარნის დირექტორმა საიდ ბარგანჯიამ ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას  ვაკუუმურ პაკეტებში დაფასოებული, ხანგრძლივი შენახვისთვის  განკუთვნილი ღომის – აბისთას წარმოების იდეა შესთავაზა. მისი თქმით, ქარხნის ლაბორატორია კარგა ხანია ამ პროექტზე მუშაობს და საკმაო წარმატებითაც.

ლაბორატორიაში კვლევები ახლა იმ ეტაპზეა, როცა შენახვის ვადების გახანგრძლივების შესაძლებლობები უნდა დაგინდეს. როგორც ირკვევა, დაფასოებული ღომის პირველი საცდელი ნიმუშები ოთახის ტემპერატურაზე ერთი კვირიდან ერთ თვემდე ძლებს და ისიც ყოველგვარი კონსერვანტების გარეშე.

ბევრ ოჯახში ახლა უკვე არც ისე ხშირად  ამზადებენ ღომს, არადა ის პურზე ყუათიანია და მარგებელი. ჩვენი პროდუქტი შეიძლება ნებისმიერ მომენტში ამოიღო პაკეტიდან,  მიკროტალღოვან ღუმელში შედო და გააცხელო – ამბობს კორტავა. 
რა ჯობია მოხალულ ღომს, თუმცა, როგორც ილიკო და ილარიონი  იტყოდნენ, ღომი ცივიც კარგია ტარანთან, მთავარია მეღუმურგილე არ იყო კაცი, ქვეყანა – მით უმეტეს..  

სიახლეები

გამოვლინდა 5 მილიონი ევროს ღირებულების 59 ავტომობილის უკანონოდ შემოტანის მცდელობები

ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრების მიერ, დაახლოებით 5 მილიონი ევროს ღირებულების, 59 ერთეული...

24 საათზე მეტია, ზუგდიდი-მესტიის მთავარ გზაზე ავტომობილებისთვის გადაადგილება აკრძალულია

24 საათზე მეტია, ზუგდიდი-მესტიის მთავარ გზაზე ავტომობილებისთვის გადაადგილება აკრძალულია. სოფელ ბარჯაშთან, ქვების სახით ჩამოსულმა მეწყერმა...

მან თქვა, რომ წინა ადმინისტრაციისგან ჩვენზე ბევრი ნეგატივი დახვდათ – ყაველაშვილი რუბიოზე

"ქართული ოცნებისა" და პირადად ოლიგარქ ივანიშვილის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ იტალიაში საქმიანი საუბარი...

ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე გარდაიცვალა

გარდაიცვალა საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ბექა გოცირიძე. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები...