მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტმა ხელი მოაწერა ვეტოდაძლეულ კანონპროექტს

პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ვეტოდაძლეულ კანონპროექტს

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტს მას შემდეგ, რაც პარლამენტმა  3 სექტემბრის სესიაზე დაძლია მის მიერ ამ კანონპროექტზე დადებული ვეტო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის დავით პატარაიას თქმით, "საქართველოს პრეზიდენტი დღესაც არ ეთანხმება ეროვნული ბანკის თაობაზე მიღებულ კანონთა პაკეტს. მეტიც, მას მიაჩნია, რომ ვეტოს დაძლევა პარლამენტის მხრიდან იყო სერიოზული შეცდომა. თუმცა, პრეზიდენტი ხელს არ მოაწერდა ვეტოდაძლეულ კანონს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, მისი აზრით, ეს კანონი ან მისი რომელიმე ნორმა ეწინააღმდეგება რაიმე ბაზისურ, ფუნდამენტურ ღირებულებას. ამ შემთხვევაში ამასთან საქმე არ გვქონია",

შეგახსენებთ,  კანონი ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასა და მის დამოუკიდებელ სააგენტოდ ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. 

სიახლეები

კალასი: ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს

შესანიშნავია ერევანში ყოფნა. ჩვენ გვაქვს ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შეხვედრა. ევროპა არ არის მხოლოდ გეოგრაფია,...

ამოღებულია 1 კილოგრამამდე „კოკაინი” – დაკავებულია 1 პირი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე,...

უკრაინამ მოსკოვზე დრონებით იერიში მიიტანა

4 მაისის ღამის საათებში უკრაინამ მოსკოვზე დრონებით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც რუსეთის დედაქალაქში რამდენიმე...

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...