მთავარისიახლეებიპოლიტიკამატვეი განაპოლსკი: "სააკაშვილს საქართველოში ტრიუმფატორად დაბრუნება სურს"

მატვეი განაპოლსკი: “სააკაშვილს საქართველოში ტრიუმფატორად დაბრუნება სურს”

Published on

რუსი ჟურნალისტის, მატვეი განაპოლსკის თქმით, ოდესის გუბერნატორად სააკაშვილის დანიშვნა ქართველებს აჩვენებს, რომ ის მოქმედი ლიდერია. განაპოლსკი აგრეთვე აღნიშნავს, რომ სააკაშვილს სამომავლო გეგმები საქართველოსთან მიმართებაში აქვს და არა უკრაინასთან. ,,ჩემი აზრით, ის თავის ცხოვრებას უკავშირებს საქართველოს, სადაც მას ტრიუმფატორად დაბრუნება სურს“, – აღნიშნა განაპოლსკიმ. ,,ოდესის გუბერნატორად სააკაშვილის დანიშვნა ქართველებს აჩვენებს, რომ ის მოქმედი ლიდერია. ის ისევ და ისევ შედის მდინარეში და ამბობს, რომ ყველაფერი გამოუვა და გამოუვა კიდეც. მას პრეზიდენტ პოროშენკომ მისცა უფლებამოსილება და შეუძლია თანამდებობიდან მოხსნას, ვინც უნდა. ის დაუჯერებელ ნაბიჯს დგამს და სახალხოდ უთანხმდება აშშ-ს ელჩ პაიეტს, რომ მისი ადმინისტრაციის ხარჯებს ამერიკელები გადაიხდიან. ეს ძალიან ჭკვიანურად გაკეთებულია. რა არის დასკვნა? უნდა თუ არა მას საქართველოში დაბრუნება? ვფიქრობ, უნდა. ბევრი ამბობს, რომ პრემიერმინისტრ იაცენიუკის ადგილი შეიძლება დაიკავოს. მე ასე არ ვფიქრობ. ჩემი აზრით, ის თავის ცხოვრებას უკავშირებს საქართველოს, სადაც მას ტრიუმფატორად დაბრუნება სურს. მას საქართველოში ტრიუმფატორად დაბრუნება შეუძლია, რადგან ის აჩვენებს, თუ როგორი რეფორმების გატარება შეუძლია და ამას სწორედ ახლა უკრაინაში გააკეთებს“, – აცხადებს განაპოლსკი. რუსი ჟურნალისტის თქმით, ოდესის გუბერნატორის პოსტზე სააკაშვილის ყოფნა მომგებიანია როგორც სააკაშვილისთვის, ისე უკრაინის პრეზიდენტისთვის „ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტი როგორც სააკაშვილისთვის, ისე პოროშენკოსთვისაც მომგებიანია. პოროშენკოსთვის იმიტომ, რომ მას ოლქის გუბერნატორად სხვა ქვეყნის პრეზიდენტი ჰყავს და როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ეს მეხსიერებაში რჩება. მეორე უმნიშვნელოვანესი საკითხი პოროშენკოსთვის, ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმებში ჩართო ის ადამიანები, ვინც უკრაინის საშიშ კორუფციულ გარიგებებში არ მონაწილეობენ. სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოდესას შავი ზღვის დედაქალაქად აქცევს. შეხედეთ, რა გააკეთა მან ბათუმთან მიმართებაში. ის შავი ზღვის დედაქალაქია, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე. სააკაშვილმა იცის ამის კეთება“, – აღნიშნავს რუსი ჟურნალისტი.

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...