მთავარისიახლეებისაზოგადოებავახტანგ გომელაურმა სუს-ის თანამშრომლის გია არდაზიშვილის დაკავების ფაქტი დაადასტურა

ვახტანგ გომელაურმა სუს-ის თანამშრომლის გია არდაზიშვილის დაკავების ფაქტი დაადასტურა

Published on

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა  ვახტანგ გომელაურმა სუს-ის თანამშრომლის გია არდაზიშვილის დაკავების ფაქტი დაადასტურა. ამავე დროს მან უარყო, რომ დაკავებული, რომელმაც პარლამენტარ გივი თარგამაძის მიერ ადრე გავრცელებული ინფორმაციით საიდუმლო დოკუმენტაცია გაიტანა უწყებიდან და საოკუპაციო საზღვრის უკანონო გადაკვეთით გაიტანა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან   უცხო სახელმწიფოს სპეცსამსახურებისთვის გადასაცემად,   ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი პირი იყო.

გომელაურის განცხადებით არდაზიშვილს  არ ჰქონდა, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა, რადგან სუს-ის რიგითი თანამშრომელი იყო და მუშაობდა ღია წყაროებზე,  მათ მოკვლევასა და  ანალიზზე ხელმძღვანელობისთვის წარსადგენად. 

მისი თქმით, უწყების მიერ ეს ინფორმაცია  ოფიციალურად არ დასტურებდა იმ მიზეზით, რომ საქმე ეხებოდა სპეცსამსახურის თანამშრომელს და, შესაბამისად,   უწყების მუშაობის სპეციფიკას. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თქმით, არდაზიშვილი ოკუპირებული ტერიტორიიდან არავის გადმოუგდია, იგი ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს და მიმდინარეობს გამოძიება.

„, მას სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლი აქვს წაყენებული და  დღესდღეობით დაკავებულია“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა

 

 

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...