მთავარისიახლეებიპოლიტიკასაპარლამენტო საარჩევნო ზღვარი შესაძლოა 5%-დან 4%-მდე შემცირდეს

საპარლამენტო საარჩევნო ზღვარი შესაძლოა 5%-დან 4%-მდე შემცირდეს

Published on

საპარლამენტო საარჩევნო ზღვარი შესაძლოა 5%-დან 4%-მდე შემცირდეს. აარჩევნო ბარიერის შემცირება ერთერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტია, რომელიც  საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით იგეგმება. საკონსტიტუციო ცვლილებათა  მიღება და ამოქმედება   2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ იგეგმება. 

 

ცვლილებათა პაკეტში  გათვალისწინებულია  საარჩევნო სუბიექტების მიერ საპარლამენტო  ფრაქციის შექმნისთვის  საჭირო მანდატების მინიმალურ რაოდენობამდე – 6 მანდატამდე შევსების აუცილებლობის წესის შეცვლა – პროექტის მიხედვით, აღნიშნული ნორმა კონსტიტუციიდან ამოდის და მასში იწერება, რომ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის პარლამენტის წევრთა მანდატები მიღებული ხმების პროპორციულად ნაწილდება. 

"აღნიშნული ნორმა ამოღებულია, რადგან ამ ნორმის შესაბამისად, პარტიას, რომელმაც 6 მანდატზე ნაკლები მიიღო და ფრაქციას ვერ ქმნის,  დამატებითი მანდატები უნდა მიეცეს 6-მდე შესავსებად. ცხადია ეს იმათ ხარჯზე უნდა მოხდეს, ვისაც კანონიერად მეტი მანდატი ეკუთვნის, რაც სამართლიანი არ არის. ამიტომაც ეს ნორმა ამოვიღეთ. სამაგიეროდ, შევამცირეთ საარჩევნო ზღურბლი", – აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ.
საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ძირითად სიახლეს მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით, მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით ჩატარება წარმოადგენს, რაც 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის უნდა მოხდეს. 

აკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში უმრავლესობის 81 წევრის ხელმოწერით არის წარდგენილი

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...