მთავარისიახლეებიუკრაინა,,მე არ ვაპირებ უკრაინის პრემიერობას, მაგრამ მინდა, რომ პრემიერ - მინისტრი მოქმედებდეს...

,,მე არ ვაპირებ უკრაინის პრემიერობას, მაგრამ მინდა, რომ პრემიერ – მინისტრი მოქმედებდეს უკრაინელი ხალხის და არა კოლომოისკის ან ვინმე სხვა პერსონის ინტერესებში’’ – განაცხადა სააკაშვილმა.

Published on

კიდევ ერთხელ უკრაინის ხელისუფლებაში  მიმდინარე მოვლენების შესახებ

უკრაინის პრესა აქტიურად ეხმაურება უკრაინის პრემიერ  მინისტრ არსენი იაცენიუკსა და ოდესის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს შორის ურთიერთობების დაძაბვის თემას.  საინფორმაციო სააგენტო TheTimes, სტატიაში ,, უკრაინის დისკრედიტირებული პრემიერის გადაყენების მცდელობა“ ასე აღწერს დაძაბულობის ახალი ტალღის აგორებას ამ ორ თვალსაჩინო პოლიტიკურ ფიგურას შორის:

,, მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხ – 24 – ში განაცხადა, რომ უკრაინის პრემიერ მნისტრ არსენი იაცენიუკს აქვს მცდელობა დაეხმაროს მილიარდერ ბიზნესმენს იგორ კოლომოისკის  ქვეყნის საავაციო მრეწველობის მონოპოლიზებაში.

სააკაშვილის თქმით, მან წინასწარგანზრახულად აღადგინა კოლომოისკის მოკავშირე დენის ანტონიუკი უკრაინის სახელმწიფო საავიაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე , რომელიც შემდგომ მაინც გათავისუფლდა თანამდებობიდან მინისტრთა კაბინეტში გამართული კენჭისყრის შედეგების საფუძველზე.

სააკაშვილის ამ განცხადებამდე ორი დღით ადრე პრეზიდენტის ოფიციალურ ელ გვერდზე დარეგისტრირდა  პეტიცია იაცენიუკის ადგილზე მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის მოთხოვნით, რომელსაც 20 ათასი მოქალაქე აწერს ხელს

,,სააკაშვილი ძალზე პოპულარულია უკრაინაში თავისი რეპუტაციის წყალობით, რომლის თანახმად იგი რეფორმატორია  და პრეზიდენტ პუტინის  მოწინააღმდეგე, იმ პუტინისა, რომელიც მას ,,ერთი ადგილით დაკიდებით ‘’ დაემუქრა საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის ომის დროს ‘’- ნათქვამია სტატიაში.

 შესაძლოა ეს განცხადება იყოს დასაწყისი სააკაშვილის საპრემიერო კამპანიისა და საზოგადოებრივი აზრის მომზადებისა იმისა შესახებ რომ იგი პრემიერის პოსტს დაიკავებს – ვარაუდობს პოლიტოლოგი დიმიტრი გნაპი – არიან უკრაინის პრეზიდენტთან მასზე არანაკლებ დაახლოებული ადამიანები, მაგრამ სააკაშვილი როგორც ოლიგაქრქენბისაგან სრულიად დამოუკიდებელი ადამიანი შესაძლოა კომპრომისუ ლ ფიგურად იქნას აღქმული ამ პოსტზე.

,,ტელეეთერით კორუფციაში დადანაშაულების პასუხად იაცენიუკმა თავის მხრივ სიცრუეში დაადანაშაულა სააკაშვილი’’ – იუწყება ტაკერი და ახდენს უკრაინის პრემიერის შესაბამისი განცხადების ციტირებას, რომელშიც ნათქვამია: ,,ემოციები და უსაფუძვლო ბრალდებები მხოლოდ მათ აძლევს ხელს, ვინც ეწინააღმდეგება რეფორმებსა და რეალურ ცვლილებებს ქვეყანაში.“

,,როცა ძაღლი პირსაკრავის გარეშე ვიღაცას კბენს , უნდა დაისაჯოს არა ძაღლი, არამედ მისი პატრონი’’ – განაცხადა სააკაშვილის გამოსვლის შემდეგ კოლომოისკიმ, რომელიც ძაღლში სააკაშვილს გულისხმობდა, ხოლო პატრონში – პრეზიდენტ პოროშენკოს“ -კოლომოისკის რეპლიკის ციტირების შემდეგ სტატიის ავტორი მკითხველს შეახსენებს, რომ კოლომოისკი მარტში ოდესის გუბერნატორის პოსტიდან გადააყენეს იმის გამო , რომ ,,შეიარაღებული ჯგუფები გაგზავნა ორი სახელმწიფო ენერგოკომპანიის შტაბ – ბინების ასაღებად’’.

,,მე არ ვაპირებ უკრაინის პრემიერობას, მაგრამ მინდა, რომ პრემიერ – მინისტრი მოქმედებდეს უკრაინელი ხალხის და არა კოლომოისკის ან ვინმე სხვა პერსონის ინტერესებში’’ – განაცხადა სააკაშვილმა.

 

სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...