ვინ იყვნენ 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობისთვის დახვრეტილი ზუგდიდელები

0
778

ზუგდიდში ჩოხოსანთა საზოგადოების ორგანიზებით პატივი მიეგო რუსული ბოლშევიზმის წინააღმდეგ  1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში დაღუპულთა  და აჯანყების ჩახშობის შემდეგ რეპრესირებულთა ხსოვნას.

ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ეკლესიაში  გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინა  წინამძღვარმა მამა მალხაზმა. პარაკლისს ესწრებოდნენ ჩოხოსანთა საზოგადოების წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები,   დახვრეტილთა შთამომავლები და ფართო საზოგადოების წარმომადგენლები.  

უახლოეს მომავალში იგეგმება აჯანყების მონაწილეთა მემორიალის გახსნა, რისთვისაც თანხას ბიუჯეტიდან ქალაქ ზუგდიდის მერია გამოყოფს.

1924 წლის აჯანყების  91 -ე  წლისთავთან დაკავშირებით ქვემოთ ქვეყნდება  ზუგდიდის მაზრაში დახვრეტილ აჯანყებულთა არასრული სია 

1.ჭიჭიკო კირილეს ძე ჯიქია, 30 წლის, მემარჯვენე სოციალისტ-ფედერალისტი 1920 წლიდან, ქ. ზუგდიდის მკვიდრი.
2. ჭუჭუ დათას ძე ჩიქოვანი, 33 წლის, ყოფილი აზნაური, ეროვნულ-დემოკრატი 1917 წლიდან, ტყაია-ბეჟაშღალის მკვიდრი.
3. ბენედიqტე ორისტოს ძე დგებუაძე, 25 წლის, ყოფილი აზნაური, სოციალ- დემოკრატი 1918 წლიდან, ყოფილი გვარდიელი, სოფ. ჯიხაშკარის მკვიდრი.
4. რაჟდენ ოთოს ძე ყურაშვილი, 30 წლის, სოფ. ხიბულის მკვიდრი.
5. სარდიონ ანდროს ძე გრიგოლია, 26 წლის, ვაჭარი, სოციალ-დემოკრატი 1918 წლიდან, ყოფილი გვარდიელი, ქ. ზუგდიდის მკვიდრი.
6. ღუღუნ ნიკოლოზის ძე ხვარძიკია, 26 წლის, ყოფილი აზნაური, ეროვნულ- დემოკრატი 1918 წლიდან, სოფ. შამგონის მკვიდრი.
 7. ძიკი ფილიპეს ძე თვალთვაძე, 46 წლის, მემარჯვენე სოციალისტ- რევოლუციონერი (ესერი) 1918 წლიდან, სოფ. წალენჯიხის მკვიდრი.
 8. თეოფანე ნიკოლოზის ძე ხვარძიკია, 23 წლის, ეროვნულ-დემოკრატი 1918 წლიდან, სოფ. შამგონის მკვიდრი.
 9. ვასილ კოსტას ძე კალანდია, 59 წლის, ეროვნულ-დემოკრატი 1917 წლიდან, ქ. ზუგდიდის მკვიდრი.
10. მაკარ დარასელია, 26 წლის, კულაკი.

11. მიხეილ ბიჭოს ძე სიჭინავა, 66 წლის, კულაკი, სოციალ-დემოკრატი 1905 წლიდან.
 12. ლეონტი ბებიტოს ძე რაფავა, 26 წლის, კულაკი, სოციალ-დემოკრატი 1905 წლიდან.
13. პროკოფი ალექსის ძე ანთია, 23 წლის.
14. ალექსანდრე თეიმურაზის ძე მესხია, 27 წლის, ეროვნულ-დემოკრატი 1918 წლიდან, ყოფილი გვარდიელი.
15. ფილიპე ანდროს ძე გრიგოლია, 23 წლის, `ეპოს” ნოქარი, სოციალ-დემოკრატი 1919 წლიდან, ყოფილი გვარდიელი.
 16. ვალოდია მიხეილის ძე ჩხოლარია, 34 წლის, ყოფილი აზნაური, ეროვნულ- დემოკრატი 1917 წლიდან, სოფ. კოკის მკვიდრი.
17. დოროთე საბას ძე ცხაკაია, 42 წლის, ვაჭარი, ქ. ზუგდიდის მკვიდრი, ეროვნულ- დემოკრატი 1917 წლიდან.
18. ვარლამ როსტომის ძე სიჭინავა, 43 წლის, ვაჭარი, უმდაბლესი განათლებით, ეროვნულ-დემოკრატი 1917 წლიდან, ქ. ზუგდიდის მკვიდრი.
 19. ამროსი კუკას ძე სიჭინავა, 28 წლის, ვაჭარი, ეროვნულ-დემოკრატი 1917 წლიდან, ქ. ზუგდიდის მკვიდრი.
 20. რაჟდენ ტოტის ძე დგებუაძე, 39 წლის, ყოფ. აზნაური, ეროვნულ-დემოკრატი 1917 წლიდან, ქ. ზუგდიდის მკვიდრი.
21. თადეოზ სტეფანეს ძე ვეკუა, 28 წლის, ვაჭარი, სოციალ-დემოკრატი 1917 წლიდან, ყოფილი გვარდიელი, ქ. ზუგდიდის მკვიდრი.
 22. კონდრატე მარკოზის ძე შამათავა, 35 წლის, ვაჭარი, სოციალ-დემოკრატი 1917 წლიდან, ქ. ზუგდიდის მკვიდრი.
23. აკაკი თეიმურაზის ძე ფონია, 33 წლის, ვაჭარი, სოციალ-დემოკრატი 1917 წლიდან, ყოფილი გვარდიელი, ქ. ზუგდიდის მკვიდრი.

1.       24. თადეოზ სტეფანეს ძე მატუა, 40 წლის, კულაკი, ეროვნულ-დემოკრატი 1917 წლიდან, ქ. ზუგდიდის მკვიდრი.
 25. თომა ბახვას ძე ხვიტია, 43 წლის, ყოფილი აზნაური, ეროვნულ-დემოკრატი 1917 წლიდან, q. ზუგდიდის მკვიდრი.
 26. აკაკი ბესარიონის ძე ანთელავა, 24 წლის, ყოფილი აზნაური, ვაჭარი, ეროვნულ- დემოკრატი 1917 წლიდან, ყოფილი გვარდიელი, სოფ. ჯიხაშკარის მკვიდრი.
 27. კონსტანტინე ბახვას ძე ჩხოლარია, 30 წლის, ყოფილი აზნაური, ეროვნულ- დემოკრატი 1917 წლიდან, სოფ. კოკის მკვიდრი.
28. ვარლამ ევგენის ძე გობეჩია, 41 წლის, ყოფილი მემამულე, უმაღლესი განათლებით, ეროვნულ-დემოკრატი 1917 წლიდან, ქ. ზუგდიდის მკვიდრი.
 29. ჯვებე ორზოლია, 50 წლის, ყოფილი აზნაური, სოფ. კოკის მკვიდრი.
 30. ბადუ იოსების ძე qავთარაძე, 54 წლის, ყოფილი აზნაური, ეროვნულ-დემოკრატი 1917 წლიდან, ქ. ზუგდიდის მკვიდრი.
31. ირაკლი შარუს ძე სიჭინავა, 37 წლის, ვაჭარი, ეროვნულ-დემოკრატი 1917 წლიდან, ქ. ზუგდიდის მკვიდრი.
32. კოზმან როსტომის ძე კოზუა, 31 წლის, ვაჭარი, უმაღლესი განათლებით, ეროვნულ-დემოკრატი 1917 წლიდან, ქ. ზუგდიდის მკვიდრი.
33. კირილე იოსების ძე მიშველიძე, 45 წლის, ეროვნულ-დემოკრატი 1917 წლიდან, სოფ. ჯოღეჯიანის მკვიდრი.

 34. შალვა ალექსის ძე თოდუა, 22 წლის, კულაკი, ეროვნულ-დემოკრატი 1921 წლიდან, სოფ. ორულუ-ერგეტის მკვიდრი.
 35. არსენ მათეს ძე წურწუმია, 30 წლის, კულაკი, ეროვნულ-დემოკრატი 1917 წლიდან, სოფ. ორულუ-ერგეტის მკვიდრი.
 36. გრიგოლ გუჯუს ძე კუკავა, 35 წლის, კულაკი, სოციალ-დემოკრატი 1917 წლიდან, სოფ. დიდინეძის მკვიდრი.
37. ვარლამ კოსტას ძე მაქაცარია, 28 წლის, კულაკი, სოციალ-დემოკრატი 1917 წლიდან, სოფ. დიდინეძის მკვიდრი.
38. მელიტონ ტატიევი, 38 წლის, კულაკი, სოფ. ცაიშის მკვიდრი.
 39. სოლომონ კერანდუხის ძე qუთელია, 50 წლის, ყოფილი აზნაური, ეროვნულ- დემოკრატი 1917 წლიდან, მეფის დროს სახელმწიფო მოხელე, ქ. ზუგდიდის მკვიდრი.
40. ბექირბეი ეგნატეს ძე კუკავა, 41 წლის, კულაკი, ეროვნულ-დემოკრატი 1917 წლიდან, სოფ. კახათის მკვიდრი

 

ლევან ჯიქიას  წიგნიდან ,,1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში’’

წინა სტატიამოლდოვის ხელისუფლებამ სეპარატისტული აფხაზეთის დელეგაცია ქვეყანაში არ შეუშვა
შემდეგი სტატიაზვიად სიჭინავამ თანამდებობა დატოვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური