მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

Published on

თბილისში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია   "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში", რომელიც ორ დღეს გასტანს.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი ბათუ ქუთელიას განცხადებით,  კონფერენციის ამოცანაა ევროპაში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტში საქართველოს სწორად პოზიცირება ყველა   სტრატეგიული მიმართულებით, რომელიც ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, ეკონომიკას, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, მედიის თავისუფლებას, ადამიანის უფლებების, მთლიანად სახელმწიფოს მშენებლობას. 

 კონფერენცია დღეს დილით გაიხსნა და მასში მონაწილეობენ  საქარტველოს და პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროს ლიდერები, მათ შორის     აშშ-ის ევროპის არმიის სარდალი ბენ ჰოდჯესი, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსილატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეს პილდეგოვიჩი,ევროკავშირის ყოფილი კომისარი გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი ელჩი ლატვიაში იან ბონდი, იტალიის პრეზიდენტის ყოფილი საერთაშორისო მრჩეველი სტეფანო სტეფანინი, აშშ-ს ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარი ლილია შევცოვა და სხვები.

 კონფერენციას ესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

კონფერენციას მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) მასპინძლობენ

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...