მთავარისიახლეებისაზოგადოებაარდაზიშვილის საქმე, როგორც სიუჟეტი შპიონაჟის სერიის ფილმისთვის

არდაზიშვილის საქმე, როგორც სიუჟეტი შპიონაჟის სერიის ფილმისთვის

Published on

საქართველოს პარლამენტის წევრის გივი თარგამაძისგანცხადებით, რამდენიმე დღის წინ, დაახლოებით 2 სექტემბერს, საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლებმა  საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს და მიატოვეს სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი გია არდაზიშვილი, რომელიც  ამჟამად კონტრდაზვერვის  დეპარტამენტს ჰყავს დაკავებული“.

ეს ის პიროვნებაა, რომელმაც თარგამაძის მიერ რამდენიმე თვის წინათ გავრცელებული ინფორმაციით,  საქართველოდან თვითნებურად  გაიტანა უკანონოდ მოპოვებული ინფორმაცია  და  ოკუპირებული ტერიტორიასთან პირობითი საზრვრის გავლით ცხინვალის მიმართულებით გაემარტა, თუმცა ეს ფაქტი მაშინ შსს-მ კატეგორიულად უარყო.

თარგამაძე აცხადებდა, რომ  არდაზიშვილის მიერ  გატანილი  ინფორმაცია, რომელიც მან სრული კანონდარღვევით მოიპოვა  ანალიტიკური დეპარტამენტიდან,     შეეხება პოლიტიკურპარტიებს, პერსონალიებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს და ძალიან დეტალიზებულია.

ცალკე ისტორიაა და შპიონაჟის სერიის ფილმის სიუჟეტს ჰგავს ამ პიროვნების მიერ საოკუპაციო საზღვარზე გადასვლის ისტორია –  ტარგამაზის მიერ მოპოვებული ცნობით, არდაზიშვილმა  მესაზღვრეს უთხრა, რომ კონკრეტულ ღონისძიებაზე გადადიოდა, და როცა მაინცა არ გადაატარეს, იარაღის მუქარით, ფაქტიურად მძევლად აიყვანა მესაზღვრე და მასთან ერთად გადავიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც მას შეირაღებული პირები დახვდნენ და ასეთი გზით დატოვა საზღვრის მიმდებარე ტერიტორია.

მიუხედავად იმისა, რომ შს სამინისტრო ოფიციალურად დღესაც არ ადასტურებს არდაზიშვილის დაკავებისა და მის მიერ საიდუმლო ინფორმაციის გატანის ფაქტს,   თარგამაძე მისი დაკავების შესახებ გაჟონილ ინფორმაციასტან ფდაკავშირებით ხელმეორედ სვამს უფრო ადრე დასმულ უპასუხოდ დარჩენილ კითხვებს – როგორ მოახერხა არდაზიშვილმა  ინფორმაციაზე წვდომა და მისი ქვეყნიდან გატანა, ასევე დაისაჯნენ თუ არა  პირები, რომელნიც პასუხიმგებელნი არიან ინფორმაციის დაცულობისთვის. 

გია არდაზიშვილი თავის დროზე თანამდებობაზე სუს – ის ანალიტიკური  დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების, ქართველიშვილისა და ბათიაშვილის რეკომენდაციით დაინიშნა.

 

 

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...