მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკრაინაში გამოკითხულთა 57% პრემიერ-მინისტრად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას ითხოვს

უკრაინაში გამოკითხულთა 57% პრემიერ-მინისტრად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას ითხოვს

Published on

უკრაინული ტელეარხ 24 -ის საიტზე გამოკითხვა ჩატარდა, სადაც გამოკითხულთა 57% უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ნახვა ისურვა. გამოკითხვის მიხედვით, მეორე ადგილზე უკრაინის ფინანსთა მინისტრი ნატალია იარენკო მოხვდა, მას გამოკითხულთა 13% -მა დაუჭირა მხარი. გამოკითხულთა 8% მიიჩნევს, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტზე იულია ტიმოშენკო უნდა დაბრუნდეს. რაც შეეხება ქვეყნის მოქმედ პრემიერ-მინისტრს – არსენი იაცენიუკს მხარი მხოლოდ 6% დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის მოთხოვნით პეტიცია ქვეყნის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საიტზეც გამოჩნდა. ორი დღის განმავლობაში მოთხოვნას მხარი საჭირო 25 ათასი ხელმოწერიდან 2 ათას 700 დაუჭირა.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...