„ტელეკომპანია „იმედი“ არავითარ შემთხვევაში არ აპირებს, უარი თქვას პოლიტიკური თოქ-შოუების საკუთარ ეთერში გაშვებაზე“ – ამის შესახებ არხის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. "საზოგადოების სხვადასხვა წრეში გაჩენილი კითხვების გამო აუცილებლად ჩავთვალეთ, გავაკეთოთ დამატებითი განმარტება. ტელეკომპანია "იმედი" არავითარ შემთხვევაში არ აპირებს, უარი თქვას პოლიტიკური თოქ-შოუების არსებობაზე საკუთარ ეთერში. მეტიც, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები თოქ-შოუს წამყვანის შესაძლო კანდიდატებთან და იმედი გვაქვს, რომ უკვე შემოდგომაზე – ოქტომბერ-ნოემბერში, მოხერხდება ასეთი გადაცემის გაშვება ეთერში. აქვე წუხილს გამოვთქვამთ, რომ არხზე მიმდინარე სარედაქციო ცვლილებებს გარკვეულმა პირებმა განგებ მისცეს პოლიტიკური დატვირთვა" – აღნიშნულია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამ დრომდე უცნობია, თუ რომელ წამყვანთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. არ კულუარებში ვრცელდება სავარაუდო კანდიდატურების ვინაობა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია „იმედმა“ არხის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუები – „რეაქცია“ და „იმედის კვირა“ დახურა. როგორც მაშინ არხის მიერ ოფიციალურ განცხადებაში იყო ნათქვამი, ამის მიზეზი არსებული ფორმატის შეცვლა და თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტის შეთავაზება იყო მაყურებლებისთვის. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ გადაცემების წამყვანმა ინგა გრიგოლიამ არხი დატოვა.
ტელე-იმედი: “პოლიტიკურ თოქ-შოუზე უარს არ ვამბობთ”
სიახლეები
სიახლეები
თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე
ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...
სამართალი
ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ
თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...
სიახლეები
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...