მთავარისიახლეებისაზოგადოებაპაატა ბურჭულაძე დღეს ზუგდიდს ეწვევა

პაატა ბურჭულაძე დღეს ზუგდიდს ეწვევა

Published on

პაატა ბურძულაძე დღეს ზუგდიდს ეწვევა. მახათას მთაზე ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდ „ივერიისას“ დამფუძნებელი ალექსანდრე ღურწკაიას საბუნებისმეტყველო გიმნაზია GG-ში საზოგადოებას ტაძრის მშენებლობის მნიშვნელობაზე და მის მიმდინარეობაზე ინფორმაციას მიაწვდის. „ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას ფონდი "ივერიისა" ახორციელებს, რომელსაც, პატრიარქის კურთხევით, პაატა ბურჭულაძე უდგას სათავეში. მახათას მთაზე სამონასტრო კომპლექსთან ერთად განთავსდება საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ქრისტიანული სწავლების გავრცელებას, აშენდება მუზეუმიც. ეს, მართლაც უნკალური მშენებლობა და სახალხო აქციაა, რადგან ტაძარს მთელი საზოგადოება, საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ერთიანი ძალისხმევით ვაშენებთ. ფონდ ,, ივერიისას,, მიერ შემოთავაზებული უნიკალური სქემა ყველა ადამიანს აძლევს აქციაში თანაბარი მონაწილეობის საშუალებას. ნებისმიერი შემომწირველი, შეწირული თანხის ოდენობის მიუხედავად, 1 ლარს წირავს თავის სახელზე, ხოლო დანარჩენ თანხას – თავისი ახლობლების , ოჯახის წევრების, გარდაცვლილი წინაპრების ან სოციალურად დაუცველი ადამიანების სახელზე. იქმნება სპეციალური წიგნი, რომელშიცმილიონობით აღმშენებლის გვარ-სახელი შევა. მანამდე ეს გვარ-სახელები იტვირთება ფონდის სპეციალურ საიტზე www.MAKHATA.GE. ტაძრის კარკასის მშენებლობა უკვე დასრულებულია. 21 სექტემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს ტაძრის გუმბათზე ჯვარი აღიმართება. წინა დღით მახათას ტაძრის ჯვარი ეზოში იქნება დაბრძანებული, სადაც ჯვარს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II აკურთხებს. ჯვრის მოლოცვის საშუალება ყველა მსურველს მიეცემა", – აცხადებენ ფონდში.
ალექსანდრე ღურწკაიას საბუნებისმეტყველო გიმნაზია GG-ში პაატა ბურჭულაძესთან  შეხვედრა 14 საათზე დაიწყება

სიახლეები

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...

სტივენ დოუთი-საქართველოს მთავრობის კანონმდებლობა მიზანში იღებს NGO-ებს, ოპოზიციას

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი სამეფოს თემთა პალატის წევრის, იან დანკან სმიტის კითხვის...

ამჯერად, ვიღაცას ეყო პოლიტიკური ნება და გადაწყვიტა საქმის გახსნა-ნიკო კვარაცხელიას დედა

ქართული ოცნების პროკურატურის მიერ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან 5 წლის შემდეგ საქმის გახსნილად გამოცხადების მერე,...