ახალი სეზონიდან ქართულ ტელეკომპანიებში მასშტაბურ გადაადგილებებს ვარაუდობენ. გარვცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია იმედიდან წასული ინგა გრიგოლია “TVS”-ზე გადადის, ხოლო იმედში, მის ადგილმონაცვლედ რუსთავი 2-ის ყოფილი ჟურნალისტის ნანა ლეჟავას კანდიდატურა განიხილება. საუბარია ასევე ქრონიკის წამყვან თეა სიჭინავაზე. გავრცელებული ინფორმაციით, იმედზე მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანად შესაძლოა ტელეკომპანია მაესტროს მთავარი საინფორმაციო გამოშვების ყოფილი წამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი დაინიშნოს. ნანა ლეჟავა აღნიშნულს არ ადასტურებს, თუმცა კულუარებში საუბრობენ, რომ ჟურნალისტი იმედის გენერალურ დირექტორთან გიორგი ბახტაძესთან მეგობრობს და დიდი შანსია სწორედ ლეჟავა გახდეს იმედზე საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი. ცვლილებები შესაძლოა შეეხოს იმედის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას ქრონიკას. კულუარებში ამბობენ, რომ აღნიშნულ პოსტზე მოამბის წამყვანი თამთა სანიკიძე განიხილება, თუმცა აღნიშნულს არ ადასტურებს თავად ჟურნალისტი. ცვლილებებია საზოგადოებრივ მაუწყებელში. არხის თოქ-შოუს წამყვანი ეკა მიშველაძე ტელევიზიიდან იმ მოტივით გაუშვეს, რომ ის პოლიტიკოსის, ალექსი პეტრიაშვილის მეუღლეა. ვინ შეცვლის მიშველაძეს ამ დრომდე უცნობია, თუმცა სავარაუდო კანდიდატურები უკვე ვრცელდება. საუბარია თამარ ჩიქოვანზე და სალომე ასათიანზე. სად წავა ეკა მიშველაძე ჯერ უცნობია. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ გააქტიურებას აპირებს ტელეკომპანია „იბერია“. საუბრობენ, რომ არხზე თოქ-შოუს მაკა რაზმაძე წაიყვანს, ხოლო ინგა გრიგოლიას გუნდის ძირითადი ბირთვი სწორედ ამ არხზე გადავა. რაც შეეხება ინგა გრიგოლიას, მიუხედავად არაერთი შემოთავაზებისა, არსებული ინფორმაციით ის ტელეკომპანია TVS-ზე გადადის.
დაიწყება თუ არა ქართულ მედიაში მასშტაბური გადაადგილებები
სიახლეები
საზოგადოება
რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება
"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...
საზოგადოება
ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე
"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...
სიახლეები
ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი
სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...
სიახლეები
სტივენ დოუთი-საქართველოს მთავრობის კანონმდებლობა მიზანში იღებს NGO-ებს, ოპოზიციას
გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი სამეფოს თემთა პალატის წევრის, იან დანკან სმიტის კითხვის...