მთავარისიახლეებიპოლიტიკაკამათი და აზრთა სხვადასხვაობა საკრებულოს სხდომაზე

კამათი და აზრთა სხვადასხვაობა საკრებულოს სხდომაზე [Video]

Published on

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია განსახილველმა საკითხმა, რომელიც ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გასული წლის 14 ივლისის დადგენილებაში ცვლილებების შეტანას ეხებოდა. აღნიშნული საკითხი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უწყების იურიდიულ და სამანდატო კომისიის თავმჯდომარემ წარადგინა. ნუგზარ სარიას განმარტებით, საქართველოს პარლამენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმად, მოხდა გარკვეული ფუნქციების დაზუსტება თვითმმართველობის წარმომადგენლობის და აღმასრულებელ ორგანოებში. ცვლილებები შეეხო რამდენიმე უფლებამოსილებას, კერძოდ, შესყიდვების გეგმისა  და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცებას. საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, მოხდა საკითხის დაზუსტება და რეგულირება. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სხდომის ბოლოს მედიისთვის კომენტარი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ გააკეთა. დეპუტატის განცხადებით, გადაწყვეტილებით იზღუდება საკრებულოს უფლებამოსილება. ამასთან, ირღვევა ევროპული ქარტიის მნიშვნელოვანი დათქმა, რომელიც ძლიერ წარმომადგენლობით ორგანოს საკრებულოს გულისხმობს. საბოლოოდ, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ხმათა უმრავლესობით მოხდა. მას მხარი მხოლოდ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა არ დაუჭირეს.

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...