მთავარისიახლეებიპოლიტიკასენაკის საკრებულომ ახალი თავმჯდომარე აირჩია

სენაკის საკრებულომ ახალი თავმჯდომარე აირჩია

Published on

სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის  თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენებული ხვიჩა ჯიშკარიანი ჩაანაცვლა ჯუმბერ ლაშქარავამ, რომელიც აქამდე  საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს'' თავმჯდომარე იყო. ახალი თავმჯდომარის არჩევა გუშინ გამართულ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მოხდა. ამ გადაწყვეტილებას  22-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საკრებულოს სხდომას არც ამჯერად დასწრებია დეპუტატების ის ნაწილი, რომელმაც პროტესტის ნიშნად დატოვა წინადღეს გამართული საკრებულოს სხდომა და მონაწილეობა არ მიუღია იმპიჩმენტის პროცედურაში,  რამდენადაც, მათი განცხადებით,  ,,ის, რაც სენაკში ხდება, არის ხელისუფლების მიერ დადგმული სპექტაკლი, და  რეალურად „ქართულ ოცნებაში“ შიდაპარტიული დაპირისპირება მიმდინარეობს.''.

 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე  ხვიჩა ჯიშკარიანის ერთადერთ რეალურ ალტერნატივად და ყველაზე მისაღებ კანდიდატურად   მმართველი წრეების , მათ შორის პრემიერ – მინისტრის მიერ ჯუმბერ ლაშქარავა მოიაზრებოდა, დიდი ხანია ვრცელდება როგორც თავად ხვიჩა ჯიშკარიანის, ისე საკრებულოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან, თუმცა თავად   ჯუმბერ ლაშქარავა უარყოფდა ამას.

 

დღეს იგი აცხადებს, რომ პატივს სცემს საკრებულოს გადაწყვეტილებას და მზად არის შეუდგეს მუშაობას სენაკის რაიონში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.  

 

რაც შეეხება ყოფილ თავმჯდომარეს, იგი მისი გადაყენების შესახებ  სენაკის საკრებულოს გადაწყვეტილების  სასამართლოში გასაჩივრებას  გეგმავს.

 

 

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...