მთავარისიახლეებიპოლიტიკამთავარ მოქმედ პირთა რეაქცია საკადრო ცვლილებებზე

მთავარ მოქმედ პირთა რეაქცია საკადრო ცვლილებებზე

Published on

 

საქართველოს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ განსაკუთრებულ აქცენტს ეკონომიკურ ურთიერთობებზე გააკეთებს. 
კვირიკაშვილმა დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის დიდი მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან დიდი პატივია, წარმოადგენდეს საქართველოს უცხოეთში.

"მაქსიმალურად შევეცდები, ყველაზე საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა. რა თქმა უნდა, პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც საქართველოს აქვს – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია იქნება უმთავრესი პრიორიტეტი. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება, ასევე, ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რათა ის ბრწყინვალე პოლიტიკური ურთიერთობები, რომლებიც საქართველოს დასავლეთის ქვეყნებთან გააჩნია, ტრანსფორმირებულ იქნას ასეთივე დონის ეკონომიკურ ურთიერთობებში. ეს იქნება პირველი პრიორიტეტი. თუმცა, ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება მსოფლიოში გარდა პროდასავლური მიმართულებისა. ეს არის აღმოსავლეთთან ურთიერთობები, ახალი მოვლენები ევრაზიის კონტინენტზე. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ყველა ამ საინტერესო მოვლენის მაქსიმალური ტრანსფორმაცია მოხდეს საქართველოსთვის, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით", – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება  თამარ ბერუჩაშვილს, იგი   საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან მის გათავისუფლებაზე კომენტარს არ აკეთებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, გადაწყვეტა საკითხისა სად გააგრძელებს მუშაობას თამარ ბერუჩაშვილი მან  გიორგი კვირიკაშვილს დაავალა. 

,,თავისუფალი დემოკრატების" წევრის, დეპუტატ ნინო გოგუაძის შეფასებით, ამ განცხადებით პრემიერ-მინისტრმა საშინელი შეურაცხყოფა მიაყენა თამარბერუჩაშვილს, რაც ძალიან ცუდია, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის. 

"მე ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადება ჯერ არ მომისმენია. პრემიერ-მინისტრი ტოტალურ შეურაცხყოფას და უპატივცემულობას ამკვიდრებს ქვეყანაში და შეურაცხყოფს არამარტო ოპოზიციას, არამარტო ჟურნალისტებს, არამედ, სამწუხაროდ, საკუთარი გუნდის წევრებსაც.  ღარიბაშვილს არესმის, რომ ამით შეურაცხყოფას აყენებს საკუთარ თავს", – განაცხადა გოგუაძემ.

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...