მთავარისიახლეებირეგიონებიენგურის შენაკადზე ნენსკრაჰესის მშენებლობა იწყება

ენგურის შენაკადზე ნენსკრაჰესის მშენებლობა იწყება

Published on

დღესგაიმართა  ნენსკრა ჰესის პროექტის საიმპლემენტაციო ხელშეკრულებათა პაკეტის ხელმოწერის ცერემონია, რომელსაც საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

ნენსკრის ჰიდროელექტროსადგური 280-მეგავატიანი იქნება, მას საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად ააშენებს  სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე, მშენებლობას უშუალოდ განახორციელებს პროექტის კონტრაქტორი კომპანია  იტალიური სამშენებლო კორპორაცია SALINI IMPREGILO. ახალი ჰესის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ იქნება. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება. პროექტის ჯამური ღირებულება $1 მილიარდია, მის დაფინანსებაში მონაწილეობას EBRD, აზიის განვითარების ბანკი ADB და კორეის ექსიმ ბანკი მიიღებენ. 

ხელშეკრულების თანახმად, იტალიური კომპანია SALINI IMPREGILO უახლოეს მომავალში დაიწყებს მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოებს

"ჰესი ისეა დაპროექტებული, რომ უზრუნველყოს ზამთრის თვეებში იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩანაცვლება, რაც გააუმჯობესებს ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემის მდგრადობას და ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას", – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ჰესი მისი ექსპლუატაციის პირველი 35 წლის მანძილზე კერძო საკუთრება იქნება, რის შემდეგაც ინვესტორმა კომპანიამ ის სახელმწიფოს უნდა გადასცეს. პრემიერის შეფასებით, მართვის ამგვარი სისტემა ქვეყანაში მნიშვნელოვან ახალ მოდელს წარმოადგენს. 

Salini Impregilo-ს მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მის  პორტფელში შედის 240-მდე ჰიდროელექტროსადგური, კომპანიამ რამდენიმე კვირის წინ ხელი მოაწერა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის კატარში ცენტრალური სტადიონის მშენებლობის ხელშეკრულებას. 

კორეული კორპორაცია K water ფლობს $20 მილიარდის ღირებულების ჯამურ აქტივებს და მისი წლიური ბრუნვა $2 მილიარდს შეადგენს. კორეის გარდა, კორპორაცია პროექტებს სხვა ქვეყნებშიც ახორციელებს.

სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი კი საქართველოს მთავრობამ 2011 წელს დააარსა, სახელმწიფო ფლობს ფონდის 100%-ს. მისი აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს საქართველოს რკინიგზის, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა და, ნაწილობრივ, თელასის აქციებს. 

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...