მთავარისიახლეებისაზოგადოებასოფ. ერგეტაში ტრადიციული მარულა გაიმართა

სოფ. ერგეტაში ტრადიციული მარულა გაიმართა [Video]

Published on

მარიამობის დღესასწაულზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში მარულა გაიმართა. ცხენოსანთა შეჯიბრი ისეთ ტრადიციულ სახეობებში ჩატარდა, როგორიცაა მარულა, ყაბახი და მოქნევა. ცხენებით შეჯიბრი გაიმართა როგორც მოკლე, ასევე გრძელ, 6 კილომეტრიან დისტანციაზე, რომელშიც ადგილობრივებთან ერთად მეზობელი სოფლებიდან ცხენოსნებმა მიიღეს მონაწილეობა. ასევე ჩატარდა ტრადიციული ქართული ჭიდაობა.  წლევანდელი მარულა მაყურებლების განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩეოდა. ღონისძიებას სტუმრის სტატუსით დაესწრო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. ოთარ დანელიას განცხადებით, მნიშვნელოვანია მსგავსი ტრადიციული ღონისძიებების აღდგენა. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას თქმით, მარულა მომავალ წელს უფრო გრანდიოზულად ჩატარდება და ტრადიციულ ხასიათს მიიღებს. მარულა ცხენოსნური სპორტის უძველესი ქართული სახეობაა. წლების წინ ის   25-30 კილომეტრიან დისტანციაზე იმართებოდა. დროთა განმავლობაში გაიზარდა  მონაწილეების რიცხვი, თუმცა საასპარეზო მონაკვეთი შემცირდა 8-10 კილომეტრამდე. ადრე მარულაში მოზრდილებთან ერთად ბავშვებიც მონაწილეობდნენ. წლევანდელი მარულა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტაციის პატრონაჟით ჩატარდა.

ავტორი: ლევან კალანდია

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...