მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით უსუფაშვილი: ეს ცენტრი არ არის მხოლოდ დღევანდელი მთავრობის მონაპოვარი

დავით უსუფაშვილი: ეს ცენტრი არ არის მხოლოდ დღევანდელი მთავრობის მონაპოვარი

Published on

დღეს ნატო-ს გენერალური მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ ვრცელ განცხადებაში   საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა  სხვა საკითხებთან ერთად ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. 

„ეს ცენტრი უბრალო მოვლენა არ არის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვის მქონე მოვლენა. იმიტომ, რომ ამ ცენტრის მეშვეობით ნატო-ს წევრი სახელმწიფოები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში კიდევ უფრო აქტიურად იქნებიან ჩართული. იქ სადაც ვართ დღეს, ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი  მთავრობის მონაპოვარი, ეს არის რამდენიმე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის, ლიდერის, პრეზიდენტების, მთავრობის, მინისტრების ერთობლივი ჯამური ნაღვაწი, ეს ასე უნდა გაგრძელდეს და ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ის რაც გაკეთებულია, პოლიტიკურ მოვლენებს არ უნდა გადავაყოლოთ,"-განაცხადა უსუფაშვილმა.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...