მთავარისიახლეებიპოლიტიკანატო-ს გენერალური მდივნის იანს სტოლტენბერგის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში

ნატო-ს გენერალური მდივნის იანს სტოლტენბერგის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში

Published on

დღეს საღამოს თბილისში ნატო-ს  გენერალური მდივანი იანს სტოლტენბერგი ჩამოდის. მისი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში  დაგეგმილია შეხვედრები   საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განიხილება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხთა სრული სპექტრი და ამ მიმართულებით დაგეგმილი შემდგომი ნაბიჯები, უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობა და ვარშავის 2016 წლის ნატო-ს სამიტისთვის მზადების პროცესი. 

გენერალური მდივანი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს. 

27 აგვისტოს კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ინაუგურაცია. გენერალური მდივანი შეხვდება საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეულს, რომელიც ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის გადამზადდა. 

 სტოლტენბერგის ვიზიტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს  განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ   "ეს არ არის მხოლოდ გაცნობითი ვიზიტი.  ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც კონკრეტული ნაბიჯები იდგმება იმ არსებითი პაკეტის იმპლიმენტაციისთვის, რომელიც საქართველომ უელსის სამიტზე მიიღო''.

 

 

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...