მთავარისიახლეებისაზოგადოება26 აგვისტოს ღამის საათებში რიკოთის გვირაბში ავტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

26 აგვისტოს ღამის საათებში რიკოთის გვირაბში ავტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

Published on

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით,  რიკოთის საავტომობილო გვირაბში გაწმენდითი და ელექტრო–მექანიკური სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით 26 აგვისტოს, ღამის 01:00 სთ–დან დილის 07:00 სთ–მდე გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. 

სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელი გზის გავლით.დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელგ ზაზე, 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში. 

"რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის ჩაკეტვა და საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობის გადართვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად,"- აცხადებს დეპარტამენტი. 

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...